GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამედიცინო დახმარების მისაღებად აფხაზები თბილისში ჩამოსვლას ამჯობინებენ
17:22 14.04.2012
დღის სიახლეები
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი „მტკივნეულად“ განიცდის იმ ფაქტს, რომ ენგურს გაღმა, სამედიცინო დახმარების მისაღებად არაერთი აფხაზი გადმოდის. ამის გამო ალექსანდრე ამქვაბმა სპეციალური თათბირიც კი ჩაატარა სოხუმის კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან.
„ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები საქართველოში სამკურნალოდ მიდიან არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ სურთ, რომ მათ კვალიფიციური დახმარება გაუწიონ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა“ - განაცხადა ანქვაბმა და ამ მიმართულებით რუსეთის „წვლილიც“ აღნიშნა.
მისი თქმით, რუსეთი ჯანდაცვის კუთხით, ოკუპიერებულ რეგიონს კონკრეტულ და მასშტაბურ დახმარებას უწევს და იმისათვის, რომ არ მოხდეს მკურნალობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივად საქართველოში გადასვლა, ანქვაბი მოსახლეობას რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას ჰპირდება. მისი თქმით, ძალიან მალე რუსეთის სამკურნალო დაწესებულებები შეძლებენ, აფხაზეთიდან ჩასული უფრო მეტი პაციენტი მიიღონ. 
ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ადგილობრივ გაზეთში „რესპუბლიკა აბხაზია“ გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართულ კლინიკებში აფხაზი პაციენტები უფასოდ თუ არა, მინიმალური დანახარჯებით იღებენ მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. მაშინ როცა, რუსეთის საავადმყოფოებში მათ რიგში დგომა და გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევთ მკურნალობისთვის. 
 Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
23 ადამიანი ცოცხლად დაიწვა1
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება2
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს3
ჭიათურის მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს4
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X