Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფხაზეთი შესაძლოა რუსეთის „შავი ზღვის პოლიგონად“ იქცეს
17:50 28.04.2012
დღის სიახლეები

რუსი ფიზიკოსები, აფხაზეთის ჰიდრო-ფიზიკური ინსტიტუტის ბაზაზე, „შავი ზღვის პოლიგონის“ შექმნის ინიციატივით გამოდიან. „აბხაზსკი უზელ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რუსმა ფიზიკოსებმა: იგორ ესიპოვმა, ალექსანდრ ლუჩინინმა და ეფიმ კუდაშოვმა ისაუბრეს.

ამ დღეებში, სოხუმში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკუსტიკის საკითხებზე მომუშავე საბჭოს გასვლითი სესია მიმდინარეობს, სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში წამოაყენეს რუსმა ფიზიკოსება „შავი ზღვის პოლიგონის“ შექმნის იდეა. მათ ძალიან გაუკვირდათ, რომ აქამდე შენარჩუნებული დახვდათ „ჰიდროფიზიკის ინსტიტუტი“ - წერს „აფხაზსკი უზელ“.

მისი ინფორმაციით, ესიპოვმა გაიხსენა საბჭოთა მეცნიერი იური სუხარევსკი, რომელიც აფხაზეთის სანაპიროს იკვლევდა და თავად შეარჩია ადგილი სოხუმის აკუსტიკური ინსტიტუტის  სამეცნიერო სადგურისთვის, სადაც გერმანელთა დატყვევებული ტექნიკის გამოცდა ხდებოდა. აქვე იკვლევდნენ ზღვაში ბგერის გავრცელების საკითხებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სოხუმის ჰიდროფიზიკურ ინსტიტუტში დღესაც ტარდება  სამუშაოები შავი ზღვის მონიტორინგისა ჰიდროაკუსტიკური მეთოდების გამოყენებით, რადიოტექნიკური საშუალებების შექმნისა და დამზადებისთვის, ეკოლოგიური მონიტორინგისათვის.

რუსების აზრით, შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, „შავი ზღვის პოლიგონის“ შექმნა აფხაზი და რუსი მეცნიერების ხელსაყრელ თანამშრომლობას  ჩაუყრის საფუძველს.

რის კვლევა-გამოცდას აპირებენ რეალურად რუსები „შავი ზღვის პოლიგონზე“, უცნობია. მათი დაინტერესების ობიექტი კი ჰიდროფიზიკის ინსტიტუტის გარდა, სავარაუდოდ, აუცილებლად იქნება (თუ უკვე არ არის) ეშერის ლაბორატორიის თუნდაც განადგურებული ბაზა, რომელიც როგორც წარსულში, ახლაც იდუმალებით მოცულ ობიექტად ითვლება, იუწყება აფხაზური მედია.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მარტვილში ნიღბიანებმა ერთი და მოკლეს მეორე აწამეს1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
ბავშვთა გასართობი ცენტრი გაძარცვეს4
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X