GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართველ ახალგაზრდებს ე.წ აფხაზურ ჯარში წასვლას აიძულებენ
16:37 02.05.2012
დღის სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, ე.წ აფხაზურ ჯარში ჩარიცხვას აიძულებენ. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გალის რაიონიდან აცნობეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელები და აფხაზი სამართალდამცავები, თითქმის ყოველ ღამე შედიან მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში და ახალგაზრდები ე.წ აფხაზურ კომისარიატში მიჰყავთ.

წყაროს ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ფინანსურ ჯარიმასთან ერთად, ქართველებს ფიზიკურადაც უსწორდებიან.

„მთელი ახალგაზრდობა ტყეში გაიხიზნა, ოკუპანტები თითქმის ყოველ ღამე ამოწმებენ ოჯახებს და შესამაბისი ასაკის შემთხვევაში, ბიჭები ჯარში იძულებით მიჰყავთ“,- აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და აქვე დასძენს, რომ აფხაზური ჯარიდან თავის დაღწევა, მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში ხდება.

აფხაზეთში საგაზაფხულო გაწვევებზე ინფორმაციას,  სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავაც ფლობს.

„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბარში, კილანავამ დაადასტურა, რომ ქართველი ახალგაზრდები აფხაზურ ჯარში თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო, წელიწადში ორჯერ, აცხადებს გაწვევას და ჩვენი ბიჭები ხშირად ძალის გამოყენებით მიჰყავთ ჯარში. ჩვენ რეგულარულად ვაყენებთ საქმის კურსში უცხოური მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარ ფაქტებზე“,- განაცხადა თორნიკე კილანავამ.


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა1
ვანო მერაბიშვილი ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს2
ვანო მერაბიშვილი: სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს ინტერესებში შედის3
ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება 17 სექტემბრიდან დაიწყება4
მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტებზე „სიცოცხლის ნაწილაკები“ აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X