GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალში ერგნეთის ბაზრობის გახსნის მიზანშეწონილობაზე დაობენ
18:50 02.05.2012
დღის სიახლეები

სეპარატისტული რეჟიმის ახლადარჩეული ლიდერის მიერ დანიშნული ე.წ. გენპროკურორის მერაბ ჩიგოევის განცხადება, ერგნეთის ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით, ცხინვალში აჟიოტაჟის საგანი გახდა.

 

„სახალხო პარტიამ“ ამ განცხადებას თითქმის მოღალატური უწოდა. ადგილობრივი „ოსრადიოს“ ცნობით, პარტიამ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩიგოევი ისე აპირებს სტარტი მისცეს საქართველოსთან ეკონომიკურ პროექტებს, რომ მისგან „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას არ ითხოვს.

„სახალხო პარტია“ შიშობს, რომ საქართველოსთან „საერთაშორისო შეთანხმებების“ გაფორმების გარეშე, სავაჭრო ურთიერთობების დაწყება და ერგნეთის ბაზრობის გახსნა, ცხინვალის რეგიონში ქართულ სპეცსამსახურებს გაუხსნის გზას.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“ იუწყებოდა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიგოევმა ერგნეთის ბაზრობის გახსნის იდეას მხარი დაუჭირა.

 

„შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ - დიდი სისულელე იყო ბაზრის დახურვა. იქ ყოველდღიურად ურთიერთობდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე. ეს იყო მოედანი, სადაც ადამიანები კონტაქტობდნენ და საერთო ბიზნესი ჰქონდათ. გადაწყვეტილება მისი დახურვის შესახებ, თითქმის, ათი წლის წინ იქნა მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს შეცდომა იყო,“ - განაცხადა ჩიგოევმა და დასძინა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუკი ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხზე, ქართული და ოსური მხარეები საერთო შეხების წერტილებს გამონახავენ და თანხმობას განაცხადებენ.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს1
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს2
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს3
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა4
ბაჩო ახალაია გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X