GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფხაზებს არ მოსწონთ დასავლეთის პოზიცია, რომელიც თბილისის მოსაზრებებს ემთხვევა
10:36 05.05.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი ფილიპ ლეფორი მიიღო. ლეფორს ევროკავშირის პოლიტიკური მრჩევლებიც ახლდნენ - იუწყება „აბხაზია ორგ“.

„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის. პირდაპირი კონტაქტები და უშუალო დიალოგი ჩვენ წინ წაგვწევს“ - განაცხადა ბგანბამ შეხვედრისას. ამასთან, მან წუხილი გამოთქვა იმის, გამო, რომ დასავლეთის პოლიტიკოსები აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას არ უწყობენ ხელს.

ლეფორმა ბგანბას ჯერ კიდევ მისი წინამორბედის, პიტერ სემნების პერიოდში შეთავაზებული სტრატეგია „ჩართულობა აღიარების გარეშე“ შეახსენა და განაცხადა, რომ როგორც ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მზადაა  აფხაზურ მხარესთან ყველა საკითხში ითანამშრომლოს.

„ჩვენი კონცეფცია ასახულია ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირმა 27 თებერვალს  მიიღო. ეს არის მინისტრთა საბჭოს დასკვნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ. იქ ცალსახადაა გადმოცემული ყველა ქმედების კონცეფცია აღიარების გარეშე. ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროებში მუშაობა მიმდინარეობს“ - განაცხადა ლეფორმა.

ვალერი ბგანბას თქმით, აფხაზურ მხარეს არ მოსწონს, რომ დასავლეთის სტრატეგია თბილისის პოზიციებს ეფუძნება და წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.

შეხვედრის მონაწილე ევროკავშირის პოლიტიკურმა მრჩეველმა, მაგდალენა გრონომ ბგანბას შესთავაზა, რომ სურთ აფხაზურ მხარესთან ერთად განიხილონ ევროპული ცენტრის მიერ უცხოური ენების შესწავლის, უნივერსიტეტებს შორის კავშირების დამყარების, ინტერნეტ-ბიბლიოთეკებზე ხელმისაწვდომობის საკითხები.


Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთის ეკლესიაში დაპირისპირებაა1
კახეთის სოფლებს სეტყვა დაატყდა თავს2
კალაძის ინფორმაციით, ხელისუფლება მის შავ პიარზე მუშაობს3
ნიკა რურუა: ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა4
საფრანგეთმა მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X