GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოხუმი სოჭში დაგეგმილი ტერაქტების რუსულ ვერსიას არ იზიარებს
12:33 11.05.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო არ იზიარებს რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ გუშინ, აფხაზხეთში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელი ტერტაქტებისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც ცნობილია, გუშინ აფხაზეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა გუდაუთის რაიონში იარაღის ათობით სამალავი აღმოაჩინეს და 3 პირიც დააკავეს, მათ შორის რუსტან გიცბა, - ხელმძღვანელი  ორგანიზაცია „აფხაზური ჯამაათისა“, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმამატის“  დაჯგუფებად სახელდება.

იქვე, ანტიტერორისტული კომიტეტი განმარტავდა, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას ბოევიკები დოკუ უმაროვის ორგანიზებით გეგმავდნენ, რაშიც უმაროვს საქართველოს სპეცსამსახურები უწევდნენ დახმარებას და დეტონატორებიც ბომბებისთვის, სწორედ საქართველოდან იგზავნებოდა.

დღეს კი, ირკვევა, რომ აფხაზური მხარე, რომელიც აქტიურად თანამონაწილეობდა ტერაქტების აღკვეთის სპეცოპერაციაში, რუსულისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ აღმოჩენილი იარაღი არა სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელად, არამედ ალექსანდრე ანქვაბის ლიკვიდაციისთვის იყო გამიზნული, რამდენადაც ეს სამალავები ანქვაბზე ტერაქტის გამოძიებისას იქნა აღმოჩენილი.

„მაშინვე ცხადი გახდა, რომ ბოევიკები არა მარტო კარგად იყვნენ შეიარაღებულები, არამედ გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება“ - განუცხადეს „კომერსანტს“ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში.

ამასთან, აღნიშნეს, რომ გამოვლენილია გუშინ დაკავებულ ბანდფორმირებასა და ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებულ ალმასბეი კჩაჩს შორის კავშირიც. დაკავებული რუსტან გიცბა კი, რომელიც რუსეთმა სოჭში ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით აიყვანა, აფხაზური მხარის მტკიცებით, ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოა დაკავებული.

სოხუმში აცხადებენ, რომ ნაპოვნი იარაღის სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტებისთვის გამოყენების ვარაუდი მოწმდება და ამ მხრივ, რაიმეს მტკიცება ნაადრევია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X