GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პუტინი თიბილოვს ხვდება
13:52 12.05.2012
დღის სიახლეები

სოჭში ვლადიმერ პუტინსა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, პუტინს იმედი აქვს, რომ ამიერიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარება სტაბილური იქნება და მთავარი აქცენტი ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება გადატანილი.

„ჩვენ ვიცით, რა უძღოდა წინ თქვენს არჩევას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. რესპუბლიკაში ძალიან ბევრი ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პრობლემაა,“ - განაცხადა პუტინმა და კიდევ ერთხელ შეახსენა თიბილოვს, რომ „რუსეთი , უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში სამხრეთ ოსეთის გვერდით იყო. ჩვენ მშვიდობიანობის დღეებშიც გვერდით ვიქნებით,“ - აღუთქვა მან თიბილოვს.

თავის მხრივ, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა პუტინს რუსეთის გაპრეზიდენტება მიულოცა და აცნობა, რომ მისი არჩევნები რესპუბლიკაში უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რომლის დროსაც პუტინმა ადგილობრივი მოსახლეობის 92%-ის მხარდაჭერა მიიღო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი პატივს გცემთ თქვენ და თქვენს სახელს უკავშირებს რესპუბლიკის განვითარებას,“ - განაცხადა თიბილოვმა.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა სოჭში ჯერ ისევ მიმდინარეობს.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სააკაშვილი: პირველი ოქტომბერი ისეთივე გადამწყვეტი მომენტია, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო1
ბელგიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ლიკვიდაცია მოხდა2
ნუგზარ წიკლაური: ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება3
შსს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს4
ფოტორეპორტაჟი ახალი სათაფლიიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X