GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კობა სუბელიანმა და გაეროს წარმომადგენელმა დევნილი ოჯახი მოინახულეს
19:56 29.03.2012
დღის სიახლეები

დღეს კაჭრეთში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, აფხაზეთიდან დევნილ, სიდიანების 9 სულიან ოჯახს ესტუმრა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მათ საკუთრებაში  2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწით გადაეცათ. კაჭრეთში მცხოვრებ ახალმოსახლეებს, ასევე ეწვია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სიმონე ვოლკენი.

სამინისტროს ინფორმაციით, ელვერი სიდიანის ოჯახი წალკაში,13 წლის განმავლობაში მძიმე პირობებში, სხვის სახლში ცხოვრობდა, ოჯახი მოკლებული იყო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას. დღეს კი სახელმწიფომ კაჭრეთში მათ საკუთარი სახლი და 1 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა, რაც საშუალებას მისცემთ, მოიყვანონ მოსავალი და გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავალი.

კობა სუბელიანმა სიდიანების ოჯახს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება გააცნო,  საქართველოში წარმოებული პირველადი (გადაუმუშავებელი) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების პროცესი კი, გრძელდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან1
ლევან გაჩეჩილაძის შვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა2
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ესაუბრა3
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს4
„პიკ“-ის თანამშრომლები აქციას მართავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X