GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„მარში იერუსალიმზე“ ისრაელში შეტაკებების მიზეზი გახდა
19:12 30.03.2012
დღის სიახლეები

არაბი აქტივისტების „მარში იერუსალიმზე“ ისრაელში დაძაბულობის მიზეზი გახდა. მარშის ოგანიზატორების განცხადების მიუხედავად, რომ მათი ღონისძიება მშვიდობიანი იქნებოდა, აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში, ასევე ღაზას სექტორში, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებისა და ისრაელის უშიშროების ძალების შეტაკებებს.

პირველი არეულობა იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, კალანდიას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. პალესტინელებმა ქვები დაუშინეს ცახალის (ისრაელის არმია) ძალებს, რის პასუხადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პალესტინელები 30 დაზარალებულზე საუბრობენ.

არეულობის ჩასახშობად ცახალმა გამოიყენა სისტემა „Scream“, რომელიც მაღალი სიხშირის ძლიერ ხმას გამოსცემს, ასევე სისტემა „Skunk“, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო სუნის სითხეს უშვებს.

ცახალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიღებული აქვთ მკაცრი დავალება - არ შეუშვან დემონსტრანტები იერუსალიმის რაიონში.

თუმცა არეულობებია თავად იერუსალიმშიც, სადაც ასობით არაბი პალესტინური დროშებით ხელში შეიკრიბა, თუმცა სისტემა „Skunk“ მათ წინააღმდეგაც გამოიყენეს. 14 დემონსტრანტი კი დააკავეს.

ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში ახალგაზრდა არაბებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, 5 ადამიანი აქ აიყვანეს.

ღაზას სექტორში პალესტინელების დიდი ჯგუფი  უსაფრთხოების ხაზთან მივიდა, ჯარისკაცებმა აქაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ხოლო როცა დემონსტრანტებმა უკან არ დაიხიეს და საზღვართან მიახლოება დააპირეს, მათ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაჭრილები.

პალესტინელები აქტიურობდნენ ისრაელის ჩრდილოეთითაც, სადაც უსაფრთხოების ზომები წინასწარ მიიღეს და ქალაქის შესასვლელებთან ბარიერები და პატრული ჩააყენეს.

დემონსტრაციები გაიმართა იორდანიაშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, 8000-მდე ადამიანი ისრაელის საზღვრებისკენ დაიძრა. ისინი მდინარე იორდანეს სანაპირომდე მივიდნენ და იქ მოაწყვეს მიტინგი. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ლიბანშიც, რომლებსაც ხელში ირანის, თურქეთის, ინდონეზიის, მალაიზიისა და პალესტინის დროშები ეკავათ, თუმცა ცახალში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანის არმიის მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან.

ცახალის გენშტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ბენი განცმა,  სიტუაციის შესაფასებლად საგანგებო თათბირი მოიწვია.

„გლობალური მარში იერუსალიმზე“ - აქციის მიზანია „ხაზი გაესვას ისრაელის არაბულ ხასიათს“ და შეწყდეს „იერუსალიმის ოკუპაცია“. მარში სპეცალურად დაამთხვიეს „მიწის დღეს“, რომელსაც პალესტინაში აღნიშნავენ.
internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჭიაბერაშვილმა ბაბლიძეების ოჯახს ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა პირადად გააცნო1
აბრაამ მიხაილი: არავის ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს2
სასაზღვრო პოლიციას მოლდოვის საზღვრის დაცვის დელეგაცია ეწვია3
გორბაჩოვი ჩამოახრჩეს4
ბაღათურია, პარლამენტში ქსენოფობიური განცხადებების წინააღმდეგ გამოდის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X