GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალში კრემლის კურატორების ვიზიტები გახშირდა
10:21 19.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის უშიშროების საბჭოს დელეგაცია საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით ცხინვალში ჩავიდა.

ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული მარიონეტულომა რეჟიმმა არამიზნობრივად დახარჯა და მისი ნაწილი საერთოდ გააქრო, ვლადიმერ პუტინმა, გაპრეზიდენტების შემდეგ, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ახალი კურატორები დანიშნა. რაშიდ ნურგალიევიც, ამჯერად, სწორედ მაკონტროლებლის მისიითაა ცხინვალში ჩასული.

ნურგალიევმა ახალგორის რაიონში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მანამდე კი რაიონულ საავადმყოფოში მივიდა, სადაც რემონტი ტარდება. მთავარმა ექიმმა განუცხადა ნურგალიევს, რომ სამუშაოები გარკვეულწილად, უხარისხოდ მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნა, რომ საავადმყოფო კადრების უკმარისობასა და საოპერაციო ბლოკში შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდის.

ნურგალიევის ვიზიტის შემდეგ ცხინვალში კრემლის მორიგი მაკონტროლებელი ჩავა. ეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლადდანიშნული კურატორი ტატიანა გოლიკოვა იქნება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებებზე მუშაობს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლება ამოქმედდა1
ბიძინა ივანიშვილი: საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა არაკოსნსტრუქციული იყო2
მშობლებმა შვილი დაავადების გამო მიატოვეს3
საავადმყოფოდან ჩვილი მოიპარეს4
დიმიტრი შაშკინმა მედიას სამინისტროს ახალი კონცეფცია გააცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X