GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა სოხუმში იმყოფებოდა
12:27 24.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. თბილისიდან ჩასულ დელეგაციას საელჩოს თანამშრომლები პოლიტიკურ საკითხებში რიჩარდ ლაიონსი და იაროსლავ პეტროვი, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან გუტიერეზ ჟესუა წარმოადგენდნენ - იუწყება აფხაზური „აიააირა“.

გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთობლივად, სოხუმსა და გალში ორი რესურსცენტრის - ამერიკული კუთხეების შექმნის საკითხი განეხილათ.

ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა უკვე აფხაზეთის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ბორის ჩოლარიასაც შეხვდა, რომლის წყალობითაც საშუალება მიეცათ ამ ცენტრის განთავსების პოტენციური ადგილებიც დაეთვალიერებინათ.

ჩირიკბას განუმარტეს, რომ ამერიკული კუთხე აფხაზეთის მოსახლეობას მიაწვდის სასწავლო მასალას ინგლისურ ენაზე, მათ შორის აშშ-ის ისტორიას, ენციკლოპედიებს, სახელმძღვანელოებს ინგლისური ენის შესასწავლად და კომპიუტერული ტექნიკის ასათვისებლად.

„ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვდომა ჰქონდეს ამერიკულ სასწავლო პროგრამებთან“ - განაცხადა რიჩარდ ლაიონსმა.

ჩირიკბას შეთავაზებები მოეწონა, თუმცა პოლიტიკური პრობლემების არსებობას გაუსვა ხაზი:

„რა თქმა უნდა, აფხაზეთი დაინტერესებულია საგანმანათლებლო პროგრამებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა აუცილებელია გვესმოდეს, რომ არსებობს პოლიტიკური პრობლემები“ - განაცხადა ჩირიკბამ და ერთ-ერთ ასეთ პრობლემად ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები და ამ დოკუმენტების მიმართ აშშ-ის პოზიცია დაასახელა: „აშშ-ის, იაპონიისა და ჩეხეთის მიერ ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარება აფხაზეთში ნეგატიურად აღიქმება“ - დასძინა მან.

ყოველივე ამის ფონზე, ჩირიკბამ განაცხადა, რომ  ამერიკულ კუთხეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „რეალიების გათვალისწინებით“ აფხაზეთის ხელმძღვანელობაში განხილვის შემდეგ იქნება მიღებული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ2
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X