GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩირიკბამ ივანიშვილისთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება უარყო
10:02 26.06.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ მას არ გამოუთქვამს მაინცდამაინც ივანიშვილთან და ალასანიასთან დიალოგის სურვილი და რომ მისი ინტერვიუს აღნიშნული ნაწილი იტალიელმა ჟურნალისტმა არასწორად გადმოსცა.

როგორც ცნობილია, ამ დღებში ჩირიკბამ იტალიაში ყოფნისას ინტერვიუ მისცა  ჟურნალ „Limes“-ს, სადაც ის ამბობდა: „საქართველოს პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო და არა სააკაშვილი, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩვენ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე თანამოსაუბრე გვჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ალასანია ან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმარისად პრაგმატულიც, რათა მიხვდეს, რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველა მხარისთვის ხელსაყრელი.“

თუმცა დღეს ჩირიკბა ამ განცხადებას უარობს და ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს ივანიშვილსა და მის პოზიციას.

„მან (ჟურნალისტმა) ყველაფერი ძალიან გაამარტივა ინტერვიუში. გამოვიდა, თითქოსდა, ვამბობ, რომ ამასთან (ივანიშვილთან) - კი, სხვასთან - არა. ასე არ იყო. მე ვთქვი, რომ დიახ, ამასთან (სააკაშვილთან) არ გამოდის, ხოლო ისინი, ვინც შემცვლელებად მოვლენ, შესაძლოა, უფრო პრაგმატულები იყვნენ. დავუსახელე ოპოზიციონერთა სახელები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი“  - უთხრა ჩირიკბამ „ეხო კავკაზას“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩირიკბა იცნობს ირაკლი ალასანიას, რომელიც სოხუმთან მოლაპარაკებებისას საქართველოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი იყო. ივანიშვილზე კი აფხაზმა დიპლომატმა ძუნწად ისაუბრა - წერს „ეხო კავკაზა“. - მან აღნიშნა, რომ არ იცნობს მის პოზიციას, ამდენად არ შეუძლია რაიმე ვარაუდები ააგოს იმაზე, რამდენად შესაძლებელია ამ ოპოზიციონერთან დიალოგი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსკოვის სიახლოვეს რადიაციული ფონის მატება დაფიქსირდა1
მიხეილ სააკაშვილი: თელავი უნდა გახდეს სანიმუშო ქალაქი და გვირგვინი ქართული აღმშენებლობის2
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე იმყოფება3
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ4
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X