Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სეპარატისტები გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პასუხით იმუქრებიან
19:09 06.07.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთში ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი იმყოფება. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თემაზე სოხუმთან პოზიციის შეჯერებაა.

„ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებული პოზიცია გვაქვს და იმედი მაქვს, რომ მოვნახავთ ადექვატურ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა სანაკოევმა თავის სოხუმელ კოლეგასთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრისას. თუმცა ე.წ. მინისტრებს არ დაუკონკრეტებიათ, რა გადაწყვეტილების ძიებაში არიან.

ჩირიკბას თქმით „აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული საკითხების საინფორმაციო ომის სიბრტყეში გადატანის მცდელობას მოწმობს“.

ამ განცხადებების შემდეგ „დიპლომატებმა“ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გააგრძელეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიღებული რეზოლუციას უპასუხოდ არ დატოვებენ:
„რეაქცია იქნება და ის გავლენას მოახდენს ჩვენს მონაწილეობაზე, ყოველ შემთხვევაში, ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მუშაობაზე“ - განაცხადა ჩირიკბამ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სოხუმი და ცხინვალი მალე ხელს მოაწერენ შეთანხმებათა პაკეტს, რაც ე.წ. საგარეო უწყებების თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს გახდის.

დავით სანაკოევი, ასევე, გეგმავს მოინახულოს ცხინვალელი ბავშვები, რომლებიც გაგრაში დასასვენებლად იმყოფებიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„იმედიდან“ 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს1
პარტიებს ცესკო-ში განაცხადების შეტანის ვადა დღეს ეწურებათ2
სეპარატისტები გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პასუხით იმუქრებიან3
პარლამენტი ელჩების კანდიდატურებს დაამტკიცებს4
მიხეილ სააკაშვილი: ახალი პარლამენტის შენობა ქვეყნის შესანიშნაობის სიმბოლოა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X