GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი სოხუმში: „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“
10:48 14.07.2012
დღის სიახლეები

სოხუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი, რომლიც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთში განთავსებული რუსეთის ბაზის ძირითადი ამოცანა პროვოკაციებისა და დივერსიების თავიდან აცილება და  2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფააა.

ალექსანდრე ანქვაბთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ ჩირკინი ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზეთში განთავსებული მე-7 სამხედრო ბაზა „კარგი მასტაბილიზირებელი ფაქტორია“.

„აფხაზეთი ჩვენთვის, პირველ ყოვლისა, ჩვენი მეზობელია. ჩვენ აბსოლუტურად ვაღიარებთ ამ რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ ეს და დიდი პატივისცემით ვეკიდებით კიდეც მას. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს - საერთო ისტორია, ამიტომ ახლა ვსაუბრობდით პრეზიდენტთან, რომ მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ. ჩვენ ვავითარებთ შეიარაღებულ ძალებს და ვეხმარებით აფხაზურ არმიას, რადგან „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. თუ ჩვენ ძლიერები ვიქნებით, ვერავინ შემოძვრება. რიცხობრივად უკვე სტაბილიზებულები ვართ, საშტატო სტრუქტურა სრულადაა დაკომპლექტებული, მთავრდება სამშენებლო სამუშაოები, სამშენებლო მზადყოფნა 70%-ია. ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ობიექტები სრულად ჩაბარდება და ბაზა ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს: საბრძოლო მომზადების რეჟიმში, რათა მზად იყოს ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად“ - განაცხადა რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X