GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოსურ ენას გაქრობა ემუქრება
12:11 06.04.2012
დღის სიახლეები
ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსულ ენას „სახელმწიფო“ სტატუსი მიანიჭა. რეგიონში, სადაც მუდმივად საუბრობენ ადგილობრივი ოსური ენის გაქრობაზე, რუსული ენა, ოსურთან ერთად, მთავარი ენა ხდება. მართალია, „სამხრეთ ოსეთში“ რუსულთან ერთად სახელმწიფო ენა ოსურიცაა, თუმცა ამას უკვე ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან ახალი კანონი ავალდებულებს ე.წ. სახელმწიფო უწყებებს, მისი მიღებისთანავე საქმისწარმოება რუსულ ენაზეც დაიწყონ. 
სხვათაშორის, ჯერ კიდევ ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში, როცა რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებაზე დაიწო საუბარი, ამ საკითხს ადგილობრივ „პარლამენტში” ოპონენტები გამოუჩნდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუკი ოსურთან ერთად რუსულსაც სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭება, ამით მათი მშობლიური ენა მხოლოდ დაზარალდება. ამის არგუმენტად კი „იუნესკოს“ ბოლო ანგარიში დასახელდა, სადაც ნათქვამია, რომ ოსური იმ ენათა ჩამონათვალშია, რომელსაც გაქრობა ემუქრება.
მიუხედავად ამისა, ცხინვალის „პარლამენტმა“ კანონი რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, ხმათა უმრავლესობით მიიღო, რითაც გასული წლის რეფერენდუმის შედეგები გაამყარა. 2011 წლის 13 ნოემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე, რეგიონის მოსახლეობის 83,99%-მა დაუჭირა მხარი რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას. 
თავად ოსურ ენასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას კი ისიც ადასტურებს, რომ „პარლამენტმა“ რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების პარალელურად, ასევე, დაამტკიცა პროგრამა, რომელიც ოსური ენის „შენარჩუნებას, შესწავლას და განვითარებას გულისხმობს“. პროგრამა 5 წელზეა გათვლილი.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გუბაზ სანიკიძე კანონიერ ქურდებთან კავშირს უარყოფს1
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.2
ლარი ისევ უფასურდება3
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა4
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X