GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხვალ ცხინვალში 6-თვიანი არჩევნების მორიგი ტური ტარდება
16:54 07.04.2012
დღის სიახლეები

ცხინვალის რეგიონში ხვალ ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელშიც ორი კანდიდატი - „სამხრეთ ოსეთის“ „კგბ“-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი მონაწილეობენ. ლეონიდ თიბილოვმა პირველ ტურში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო - 42,48%, სანაკოევმა კი - 24,55%.

როგორც ადგილობრივი ე.წ. ცენტრალური  საარჩევნო კომისია აცხადებს, „არჩევნებს ათობით საერთაშორისო დამკვირვებელი და 100 ჟურნალისტი დააკავირდება.“ როგორც წესი, ეს „საერთაშორისო“ წარმომადგენლობები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან და აფხაზეთიდან ჩადიან ხოლმე ცხინვალში.

„არჩევნები“  შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩევლის 30%-ზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმების უმრავლესობის მოგროვება სჭირდება. ამასთან, ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც გრაფას - „ყველას წინააღმდეგ“ შემოხაზავს, არ უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულის მიერ მიღებულ ხმებს. მეორე ტურის შედეგები 9 აპრილს გახდება ცნობილი.


როგორც ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ყველა კანდიდატი ამ „არჩევნებისთვის“ კრემლის ინტერესების შესაბამისადაა შერჩეული. ამის გამო არავის აღარ ეპარება ეჭვი, რომ ამ ჯერზე მაინც, ედუარდ კოკოითის მემკვიდრე უმტკივნეულოდ იქნება არჩეული. ჯაბაევიჩის შემცვლელს ცხინვალში უკვე მეექვსე თვეა, 2011 წლის ნოემბრის შემდეგ, უშედეგოდ ირჩევენ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება1
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X