GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი მოითხოვს რუსეთმა საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს
10:46 11.08.2012
დღის სიახლეები

ცხინვალის „სახალხო პარტიის“ და პარტია „ფიდიბასტას“ ლიდერებმა როლანდ ქელეხსაევმა და ვიაჩესლავ გობოზოვმა რუსეთს თხოვნით მიმართეს, „აღიაროს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი საქართველოს მხრიდან“ - იუწყება „ეხო კავკაზა“.

ქელეხსაევი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ამას გააკეთებს.

საუბარია ბოლო 20 წლის პერიოდზე - 1989-1992 წლების კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომზე.

„ეს მოვლენები - ოსების ეთნიკური ნიშნით განადგურებაა,“ - თვლის ქელეხსაევი.

უფლებადამცველი რუსლან მაგკაევი ამ აზრს ეთანხმება, თუმცა აღიარებს, რომ იურუდიულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა დასკვნები გენოციდთან დაკავშირებით, სრულყოფილი არ არის, რადგან მისი თქმით, მოსახლეობას შორის, რომელზეც ძალადობა ხორციელდებოდა, იყვნენ ისეთები, რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას ახორციელებდნენ.

საერთაშორისო კანონებით კი, „თუკი მოსახლეობას შორის არიან შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევენ, ამის გენოციდად კვალიფიცირება, ძალიან ძნელია,“ - ამბობს მაგკაევი.

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ნოდარ კაბერტის აზრით, კრემლი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს გენოციდის აღიარების იდეას, თუკი საქართველო ჩერქეზთა გენოციდს აღიარებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს1
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გადადგა - გიორგი კალანდაძეს ვახტანგ კაპანაძე შეცვლის2
გავრცელებული ინფორმაციით, ოსმან თურანი „ჯეოსელის“ დატოვებას გეგმავს3
“თავისუფალი საქართველო“ დასუფთავების გადასახადის სეზონური გაიაფების წინააღმდეგია4
ხაჩიძე: თქვე კაი ხალხო, "ვიდზე" თუ არ მოგწონდით გეთქვათ და ეგება პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებდით5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X