GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანქვაბი აცხადებს რომ კოდორის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად შესაბამის ზომებს მიიღებს
10:16 25.08.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა და განაცხადა, რომ სულ მალე მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა კოდორის ხეობაში წესრიგი დამყარდეს.

ალექსანდრე ანქვაბი აღშფოთებულია იმით, რომ ხეობაში, სადაც უნიკალური ბუნებაა, ბრაკონიერობა და ხე-ტყის მასობრივად გატანა ხდება.

ანქვაბს არც ის მოსწონს, რომ ხეობაში ტურისტები დაჰყავთ.

- საინტერესოა, ვინ გასცა ლიცენზია ამ ტურისტულ მარშრუტზე? - განაცხადა მან და  თათბირის მონაწილეებს მოსთხოვა: „შეაჩერეთ კოდორის ხეობაში „ბლატებით“ ვიზიტები!“.

ანქვაბმა ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელს დაავალა,  წარმოადგინოს პროექტი, რომელიც კოდორის ხეობისათვის  დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

თათბირზე ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან დბარმა, კოდორის ხეობის გავლით, ყარაჩაი ჩერქეზეთისა და სოხუმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის რუსულ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს პროექტი, „ძალიან საშიშია თავისი შედეგებით“, რაშიც მას ანქვაბიც ეთანხმება:

„ის, რაც ბზიფის ხეობაში ხდება, არ უნდა განმეორდეს კოდორის ხეობაში. ჩვენ შთამომავლობას უნდა შევუნარჩუნოთ ეს უნიკალური ტერიტორია“ - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო1
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში2
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა არ ვიცი რითია გამოწვეული3
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?4
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X