Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
13:28 21.06.2012
სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, 55 წლის ზაზა თავაძე შეხვედრის დაწყებამდე გათავისუფლდა.
13:10 21.06.2012
ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
როგორც ოსური მხარე იუწყება, ისინი შეხვედრაზე „საქართველოსთან საზღვარზე“ შექმნილ ვითარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საუბარი შეეხება მომხდარ ინცინდენტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ერგნეთში 25 მაისს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ.
10:57 21.06.2012
გალში კრიმინოგენური ვითარების გამწვავებას სოხუმი ქართულ მხარეს აბრალებს
ანქვაბმა გალის რაიონის სამართალდამცავი სამსახურების მუშაობის კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ მოსაზღვრე მხარის მოქმედებებს“.
17:59 20.06.2012
მესაზღვრეებმა სოფელ წინაგარაში ყუმბართმტყორცნი იპოვეს
როგორც „ოსრადიოს“ სასაზღვრო განყოფილების პრესსამსახურში აცნობეს, ყუმბართმტყორცნი სოფელ წინაგარის რაიონში, ე.წ. საზღვრიდან 2 კილომეტრში, ერთ-ერთ დანგრეულ შენობაში იპოვეს.
16:00 20.06.2012
ცხინვალში ამნისტია გამოაცხადეს
დადგენილებას ე.წ. პარლამენტმა კენჭი უკვე უყარა. სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ამნისტია ახალი ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის არჩევასთან დაკავშირებით გამოცხადდა.
20:20 19.06.2012
რუსეთი ცხინვალის რეგიონს 2015 წლამდე 16 მილიონ რუბლს გადაურიცხავს
ანატოლი მაშელკინი აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე დაამტკიცა 2012 წლის საინვესტიციო პროგრამა და ცხინვალი პირველი ჩარიცხვის მოლოდინშია. თუმცა ე.წ. მშენებლობის მინისტრი ამბობს, რომ დაფინანსება არ შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დანგრეულ და დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს.
20:19 19.06.2012
ალექსანდრე ანქვაბი საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა
„ჩვენ ჩვენი კალაპოტით მივდივართ და სასურველია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც თავისი გზით იარონ - გარკვეულ ქვეყნებთან ვალდებულებების გარეშე,“- აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ ურთიერთობები გასაგები იყოს, უნდა შემუშავდეს თამაშის წესები, რომლებიც მხარეებისთვის იქნება მისაღები.
10:48 19.06.2012
აფხაზი ექსპერტი: სერბეთში აფხაზეთის აღიარების საკითხის განხილვას არავინ აპირებს
„მე ვეკონტაქტე იქ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მაგრამ აფხაზეთის აღიარების საკითხი, არ განიხილება. მე საინფორმაციო გადაცემებსაც ვუყურებდი, გაზეთებსაც ვათვალიერებდი, მაგრამ აფხაზეთზე ერთი სიტყვაც არ მინახავს“ - განაცხადა ხაშიგმა.
10:21 19.06.2012
ცხინვალში კრემლის კურატორების ვიზიტები გახშირდა
რუსეთის უშიშროების საბჭოს დელეგაცია საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით ცხინვალში ჩავიდა. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა.
10:08 19.06.2012
ყარაბაღი აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს
როგორც ინტერნეტსაიტი „არმენია თუდეი“ იუწყება, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის თავდაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურე არამ გულნაზარიანი მოკლეს, რაც ეუთოსათვის აშკარა გამოწვევას და ოფიციალური ბაქოს მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ბოიკოტს ნიშნავს.
11:49 16.06.2012
აზერბაიჯანი: სომხური პოზიციებიდან წუხელაც ისროდნენ
აზერბაიჯანული მედია სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს, რომლის თანახმადაც სომხურმა მხარემ წუხელ ცეცხლი გახსნა პოზიციებიდან, რომლებიც განთავსებულია სომხეთის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ კრასნოსელსკში.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი2
ფოტორეპორტაჟი: განახლებული რაბათის ციხე3
ფოტორეპორტაჟი: სააღდგომო სუფრა პრეზიდენტის სასახლეში4
ფოტორეპორტაჟი: მიხეილ სააკაშვილის კარ-მიდამო ყვარელში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X