GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დაღესტნელი ჩინოვნიკი: საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების გადასვლა საეჭვოა
11:58 31.08.2012
დღის სიახლეები

დაღესტნელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ბოევიკების მიერ საზღვრის გადაკვეთა საეჭვოა, თუმცა არ ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაღესტნის ცუნტინის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ აბდულა ტაგიროვმა.

მისი თქმით, დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების გადასვლა საეჭვოა.

`ჩვენი რაიონის საქართველოსთან საზღვრის მონაკვეთი, დაახლოებით 140 კილომეტრია. კარგად გამყოფი ხაზის გავლება რელიეფის სირთულის გამო შეუძლებელია, თუმცა საზღვარი კარგადაა დაცული თვალთვალის თანამედროვე საშუალებებით,~ - განაცხადა ტაგიროვმა.

ის ამბობს, რომ ოპერატიული მონაცემებით, ამ მაღალმთიანი რაიონის ტყეებში დაახლოებით 10 ბოევიკი იმალება.

`30 აგვისტოს სამართალდამცავები მათთან ბრძოლაში ჩაებნენ. სპეცოპერაციის შედეგად სოფელ შაიტლის რაიონში განადგურებულ იქნა 3 ბლინდაჟი, სადაც საბრძოლო მასალა, პროდუქტები, კამუფლაჟები და ქალის ტანსაცმელი ინახებოდა~ - განაცხადა ჩინოვნიკმა.

როგორც სააგენტო `რეგნუმი~ წერს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა თითქოსდა, გამიზნულად შეგზავნეს საქართველოში დივერსანტები ჩრდილოეთ კავკასიიდან, ტაგიროვმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით.

`რუსეთის ხელისუფლებას თავისი პრობლემებიც სამყოფი აქვს, ჩვენ საქმე არ გვაქვს საქართველოსთან,~ - განაცხადა ცუნტინის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა1
ვილფრედ მარტენსი: ნება მოგვეცით არასდროს დავივიწყოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში!2
გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში გაემგზავრა3
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ივანიშვილის განცხადებაზე კარგად ვიხალისე4
ჭიაბერაშვილი სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფში“ იმყოფებოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X