GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის საგარეო უწყებაში ზუგდიდის განვითარებაზე ფიქრობენ
15:12 10.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, როგორც ჩანს, გეოგრაფია აერია და რატომღაც ზუგდიდის რაიონში სოციალურ-ეკოლოგიური პროექტების განხორცილებაზე დაიწყო ფიქრი და მსჯელობა.

ჟურნალ „ოგონიოკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კარასინის ტონალობა საკმაოდ უჩვეულოა. ის ჟენევის დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციის ჯგუფების შეხვედრების ნაყოფიერებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ეს დიალოგი დღის წესრიგში აყენებს „წინსვლის“ აუცილებლობას. წინსვლაში კი კარასინი ადამიანებს შორის (აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის) კონტაქტებისა და  ურთიერთნდობის აღდგენას, ასევე „დაზარალებულ რაიონებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების“ განხორცილებას გულისხმობს:

„ეს ეხება სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე წყლით სარგებლობის სისტემის რეკონსტრუქციას, ასევე სოციალური და ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას აფხაზეთის გალის რაიონში და საქართველოს ზუგდიდის რაიონში“ - განაცხადა კარასინმა. მისივე თქმით, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში წარმოებული დიალოგიც საკმაოდ წარმატებულია და ეს შეხვედრები „სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოებისა და ნდობის ელემენტად იქცა“.

გრიგორი კარასინმა „ოგონიოკს“ სეპარატისტული რეჟიმების „მოკრძალებული პრეტენზიებიც“ გააცნო და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ამ პრეტენზიებიდან გამომდინარე დაისმება.

კერძოდ, კარასინის თქმით, საუბარია, ტერმინის - „ოკუპირებული ტერიტორიების“ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გამოყენებაზე, რადგან მოსკოვი თვლის, რომ ეს ტერმინი ამ რეგიონებისთვის „იურიდიულად წამგებიანია“ და თურმე „შეურაცხყოფს ამ რესპუბლიკების ხალხებს“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მერკელის კორტეჟს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს1
იაპონიას არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს2
პატიმართა მშობლები ქსნის დაწესებულების დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ3
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან4
ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს შეხვედრებს გეგმავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X