GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“ნაციონალური მოძრაობა“ კეტრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება
10:43 04.09.2012
დღის სიახლეები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და მომავალი არჩევნების შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტის კეტრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებას  მიესალმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოძრაობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„განცხადებაში აღინიშნა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, კერძოდ:  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით; ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით; მომავალ წელს ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებს. განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა არ უნდა დაუშვან ძალადობა, დაძაბულობა და სიძულვილის გაღვივება. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაემორჩილონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

„გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თავისი ქმედებებითა და განცხადებებით აღვივებს ეჭვს არჩევნების შედეგების შესახებ. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნას და must carry-ის რეგულაციების შემოღებას მედიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს უარი თქვან ძალადობაზე, შუღლის გაღვივებაზე და აღიარონ არჩევნების შედეგები.

კიდევ ერთხელ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ჩვენი მხრივ, ვაცხადებთ მზაობას, მომავალშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“,- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს2
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან3
დიმიტრი ქუმსიშვილი: ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან...4
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X