GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილს ქსენოფობიის გაღვივებაში ადანაშაულებს
12:41 04.09.2012
დღის სიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალქალაქში, გუშინ მომხდარ ფაქტს,  როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებმა ახალქალაქის საოლქო პროკურორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქსენოფობიის გამოვლინებად აფასებს. როგორც პარტიის ოფისში მმართველი პარტიის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიზანი ეთნიკური შუღლის გაღვივებაა.

„მათი ბოლოდროინდელი ენა გვაფიქრებინებს, რომ კოალიციის  მიზანს საქართველოში ქსენოფობიური განწყობის გაღვივება წარმოადგენს. მათი მიზანი ეთნიკური შუღლის დათესვაა“,- აღნიშნა რატიანმა.

რატიანმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა ამომრჩეველს გასცეს პასუხი, არის თუ არა ეს საქციელი „ქართული ოცნების“ ახდენის წინაპირობა.

„მაინტერესებს, არის თუ არა ეს 21-ე საუკუნეში ქართველებისთვის შესაფერისი ურთიერთობის ფორმა. ჩვენ უნდა შევახსენოთ ბიძინა ივანიშვილს და მის ქართულ ოცნებას, რომ ქართველი ხალხისთვის საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები, ნებისმიერი ეთნიკური და აღმსარებლობის წარმომადგენელი არ არის უცხო. ის არის ქართული ნაციონალური სახელმწიფოს ნაწილი“,- დასძინა უმრავლესობის წევრმა.

Internet.ge

ლევან ყარამანიშვილი: მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე
"პატრიარქმა მთხოვა, არ დამეტოვებინა თანამდებობა, შევხვდი რამდენიმე დღის წინ... ვისაუბრეთ"
ლარი ისევ გაუფასურდა
არეშიძე: თუ ისლამური სახელმწიფო ტერაქტებს განახორციელებს საქართველოში, პირველ დარტყმებს კოალიციური ძალების საელჩოები მიიღებენ
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საია „ქართული ოცნების“ წევრების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს1
ბათუმში ლუდის ფესტივალი ჩატარდება2
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე3
ფოტორეპორტაჟი „აკვა-ლაზიკადან“4
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X