GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“ ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართვას უგზავნის
17:12 06.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართვას უგზავნის. მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:

„იმედია დაგვეთანხმებით, რომ საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება - ან ქვეყანა გამოიყენებს რეალურ შანსს და ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი არჩევნების გზით განახორციელებს ცვლილებას, ან ხელიდან გაუშვებს ამ საშუალებას. 1 ოქტომბრის არჩევნები სამომავლოდ არა მხოლოდ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების განმსაზღვრელი იქნება, არამედ შესაძლოა დიდ ნაბიჯად იქცეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ვინ, თუ არა თქვენ, კარგად იცით ამ საკითხის მნიშვნელობა.

არაფერს ვიტყვით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ ბუნებაზე, რაც ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, პროფესიონალური მოვალეობის გარდა, არსებობს უფრო მეტი, უფრო ღირებული და ამას პრინციპული მიდგომა და, ალბათ, ერთგვარი გმირობაც სჭირდება - თქვენ უნდა გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი და უნდა უზრუნველყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ამ უფლებით.

სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება პრაქტიკულად უკვე შეუზღუდა. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ, კარგად გაიაზროთ არსებული ვითარება და ისედაც დამახინჯებულ საარჩევნო გარემოში ნუ იქცევით ხელისუფლების ხელში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრმა იარაღად - ამ ხალხს თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს. უსამართლობასთან შეუგუებლობა თითეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია და მხოლოდ ასე შევძლებთ ცივილიზებული, პასუხისმგებლობით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. არც ჩვენთვის იყო თავის დროზე ადვილი დიპლომატიური სამსახურის დატოვება, იმ საქმისა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ერთგულად და პატიოსნად ვემსახურეთ. მაგრამ, როცა აშკარად ხედავ, რომ უხეშად ირღვევა შენი ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, გაჩუმება დაუშვებელია.

ამდენად, მოგიწოდებთ, საშუალება მისცეთ ჩვენს ემიგრანტებს შეუფერხებლად და ზედმეტი ფორმალობების გარეშე გაიარონ რეგისტრაცია საარჩევნო სიებში, რათა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მით უმეტეს, რომ მათთვის ამ უფლების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული.

გაითვალისწინეთ, აგრეთვე, რომ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა რეგისტრაცია საკონსულოებში იმიტომ, რომ ბარიერები შეიქმნა მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების გამო, და, შესაბამისად, სამართლიანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ვადა მაქსიმალურად გაიზარდოს.

ამავე ბრძანებაში შეტანილმა ცვლილებამ რეგისტრაციის პრობლემები შეუქმნა როგორც არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს, ისე უცხოეთში ლეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც. არჩევნების წინ ასეთი მოთხოვნების შემოღება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უსამართლოდ მიგვაჩნია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სწორედ არალეგალურად მყოფ, საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვებასა და უმუშევრობას გაქცეულ ემიგრანტებს სჭირდებათ, მით უმეტეს, რომ მათი არალეგალურობის სტატუსი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

დიპლომატიური მისიებიდან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს დამატებითი უბნების გახსნა. ამისთვის, მათ კოლექტიური განცხადებითაც კი მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა კიდევ უფრო ართულებს მათთვის არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად მათი თხოვნისა, არც ცესკო და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების თხოვნას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ წაართმევთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

დემოკრატიულ სამყაროში იცვლებიან პრეზიდენტები და მთავრობები, მაგრამ არსად, არასდროს დიპლომატიური სამსახური ცალკეული მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლად არ გვევლინება. ის თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს“,- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ირაკლი ალასანია, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი, ალექსი პეტრიაშვილი, ზაალ გოგსაძე, გიორგი ვოლსკი, კონსტანტინე სურგულაძე აწერენ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს სპეცდანიშნულების რაზმით ემუქრება2
საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება იგეგმება3
გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ სტივ ჯობსს იხსენებენ4
გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X