GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩიტაძე: რასმუსენის განცხადებით, რუსულმა დიპლომატიამ სრული კრახი განიცადა
11:54 07.09.2012
დღის სიახლეები

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის მიერ რუსეთის მისამართით გუშინ გაკეთებული განცხადებით, რუსეთის დიპლომატიამ კიდევ ერთხელ განიცადა კრახი.

ჩიტაძის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ექს პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებასას ადეკვატურად, სწორედ იმ ქვეყნის ტერიტორიიდან უპასუხა, რომელის დაპყრობას ჩრდილოელი მეზობელი აპირებდა.

„მედვედევის განცხადება, რომ 2008 წლის აგრესია ნატოს გაფართოვების წინააღმდეგ იყო მიმართული ნატოს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია, რუსეთის დიპლომატიამ გუშინდელი განცხადებით სრული კრახი კიდევ ერთხელ განიცადა, რასმუსენი, რომელიც თავის გამონათქვამებში ყოველთვის ფრთხილია, პირდაპირ დაუპირისპირდა  პუტინ-მედვედევის ტანდემს და უთხრა, რომ თუ 2008 წლის აგრესია ნატოს გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული, ამან სრული კრახი განიცადა. ვვარაუდობ, რომ ამ განცხადებას საპასუხო შეფასება უახლოეს პერიოდში უნდა მოჰყვეს“,- აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე შეფასებით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, საქართველო ნატოს დღითიდღე უახლოვდება.

„რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სექტემბერში შეიქმნა სპეციალური კომისია, შემდეგ იყო ჩიკაგოსა და ბუქარესტის სამიტები სადაც მიიღეს ურყევი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ამასთან, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეროვნული პროგრამა, რომელსაც მე პირადად მაპის ალტერნატივას ვუწოდებ. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებში მოწინავე ადგილას რომ არის, ამას იმ სამიტების რაოდენობაც მეტყველებს, რომელშიც საქართველომ ბოლო წლებში მიიღო მონაწილეობა“,- განმარტა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა, ნატოს გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ცხინვალში მომდგარია რუსული ჯარი1
სააკაშვილი: ხაინდრავა ცოცხებზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა2
ვანო მერაბიშვილი: ამ დღეებში გაიგებთ ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას3
მიხეილ სააკაშვილი: ამ ყველაფერს თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა4
არასამთავრობო ორგანიზაციები: ფონდ „ქომაგის“ საქმიანობის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება ხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X