GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ვინც არ უნდა შემოგვიგდონ, ყველა ფალავანი დამარცხდება
13:20 08.09.2012
დღის სიახლეები

ჩვენ ჯანმრთელი ერი ვიქნებით - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რეგიონალურ ყრილობაზე, რომელიც ზუგდიდის მთავარ მოედანზე გაიმართა.

სააკაშვილის განცხადებით, მის ოპონენტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როცა პროექტ 100 საავადმყოფოს მშენებლობაზე ალაპარაკდნენ.

„ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა. ახალი სახელმწიფო პროგრამით კი რომელიც ხელმისაწვდომ ჯანდაცვას გულისხმობს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაეზღვევა. ჩვენ ყველაზე ჯანმრთლი ერი ვიქნებით. რაც შეეხება საავადმყოფოების თემას, მოწინააღმდეგეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ავაშენეთ 150 ახალი , თანამედროვე კლინიკა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაიაც დაახასიათა და მას პატიოსნებისა და პატრიოტობის მაგალითი უწოდა.

„როლანდს ბავცშვობიდან ვიცნობ, ის ყოველთვის აღშფოთებული იყო იმით, რაც სამეგრელოში ხდებოდა. იცავდა თქვენს ინტერესს. ეს თვისება მან დღემდე შეინარჩუნა. ასეთი ხალხი გვჭირდება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საუბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა ზუდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელო საქართველოს გამორჩეული ნაწილია.

„მინდა დაინახოს ჩვენმა მტერმა როგორი ერთსულოვნები ვართ. გაიგოს რომ სამეგრელო ტყუილ დაპირებებზე არ იცვლება - არ იყიდება. ჩვენ ჭკვიანი ერი ვართ და ვინც არ უნდა შემოგვიგდოთ ყველა ფალავანი დამარცხდება. ვინც არ უნდა აფათუროს ამ მიწაზე ხელი და დინგი შემოყოს, ეს მიწა არანაირ ფულზე არ იყიდება“,- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 75% აპირებს1
ავღანეთში ქართველი სამხედრო ვალერიან ხუჯაძე გარდაიცვალა2
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს3
მიხეილ სააკაშვილი: ვინც არ უნდა შემოგვიგდონ, ყველა ფალავანი დამარცხდება4
სააკაშვილი: საზღვარზე განვითარებული პროცესები პროვოკაციის ნიშნებს ატარებდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X