GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავა: მმართველი გუნდი აშენებულის დანგრევას არ დაუშვებს
21:27 08.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მმართველი გუნდი აშენებულის დანგრევას, მტრისთვის დაჩოქებას, წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს.

როგორც უგულავამ სპორტის სასახლეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა, მაისურებზე, რომლებიც სასახლეში შეკრებილებს აცვიათ „მე მიყვარს საქართველო“ უსაფუძვლოდ არ აწერიათ.

„ჩვენ ყველას ერთად  გვიყვარს საქართველო, გთხოვთ მიპასუხოთ არის თუ არა დღეს საქართველო რეფორმების გზაზე, თუ - კი არჩევანი ადვილია. ჩვენი შვილების ღირსეულ მომავალს უნდა დავუჭიროთ მხარი. არის დღეს თბილისი უფრო წარმატებული ვიდრე 8 წლის წინ? თუ კი, მაშინ ერთად დავცხოთ, რომ გვიყვარს თბილისი და საქართველო“,- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, პირველი ოქტომბერი მომავალი განვითარების საფუძველი გახდება.

„იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ დიდია უმუშევრობის მაჩვენებელი, თბილისი და საქართველო ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ საჭირო რეფორმების შედეგად წინ მიიწევს. თბილისი ვირთხებისა და სიბინძურის ქალაქი არ არის“,- განმარტა თბილისის მერმა.

უმრავლესობის წევრი ოპოზიციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თბილისში შენობების დანგრევის უფლებას არავის მისცემს.

„არასდროს დავუბრუნდეთ წარსულს, არ დაუჩოქებთ მტერს. ნგრევის ინიციატორებისა  და შევარდნაძის დროინდელი სახეების პოლიტიკაში ხელმეორედ მოსვლას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. მათ აქვთ ფული და გონიათ, რომ ყველაფერს იყიდიან მაგრამ იმედი  და ოცნება ფასდაუდებელია. თუ რეალურ ოცნებაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ჩემი ოცნება ვარდების რევოლუციის კიდევ უფრო ადრე მოხდენაა, რადგან უფრო მეტს გავაკეთებდით ხალხისთვის. ჩვენი გუნდის ყველა წევრი დაუსვამს კითხვას საკუთარ თავს დღეს რამდენ ადამიანს მოუტანა სიკეთე“,- დასძინა გიგი უგულავამ.  

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)1
ხაჩირაშვილი: ნუ დაგვავიწყდებათ, ეს ხალხის არჩევანია...2
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს3
საბურთალოს რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა4
ტელეკომპანია “რეალ TV” გაიყიდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X