GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვეფხვაძე: ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი მთელი პოლიტიკური სივრცის გადანაწილებას ცდილობს
11:56 12.09.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან–დემოკრატების“ წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პოლიტიკურ არენაზე სახეზეა ე.წ. ოლიგოპოლია, როდესაც ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი მთელი პოლიტიკური სივრცის გადანაწილებას ცდილობს.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ვეფხვაძემ განუცხადა, შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა იმ პოლარიზაციაზე, რომელიც პოლიტიკურ სივრცეშია და ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე იმ ხარვეზებზე რაც საარჩევნო კამპანიას თან სდევს.

„თუ წინა არჩევნებში მონოპოლიური გარემო იყო, როდესაც ერთი სუბიექტი იყო და ყველანაირ რესურსს ის ფლობდა, ახლა ჩვენ ე.წ. ოლიგოპოლია გვაქვს – ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი ცდილობს გაინაწილონ მთელი პოლიტიკური სივრცე, მათ შორის, მედიასაშუალებები და არასამათავრობო ორგანიზაციები. ამის შედეგად ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ მხოლოდ თეთრსა და შავს შორის არის არჩევანი, რომელიც ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის არჩევანი სრულყოფილი და ადეკვატური არ იქნება საზოგადოებრივი განწყობების, რადგან ჩვენი ელექტორატის მესამედი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. იმისათვის, რომ სრულყოფილი კომუნიკაცია მოხდეს, აუცილებელია თანაბარი წვდომა გვქონდეს მედიასაშუალებებზე“, – აცხადებს დეპუტატი.  

კანონმდებელის განცხადებით, შეფასებების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ენდონ და ისეთ ორგანიზაციებს როგორიც ევროსაბჭოა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოს 10 სექტემბერს ეწვია.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
მედია ექსპერტის შეფასება3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
რუსული და უკრაინული ესტრადის ვარსკვლავები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X