GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვოლონტე: მოახლოვებული არჩევნები ლაკმუსის ტესტია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამოწმებს
20:54 12.09.2012
დღის სიახლეები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიმჩნევა.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ვოლონტემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა გულდასმით აკვირდება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს.

„დელაგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო რომელიც შეიმჩნევა დაპირისპირებულ მხარეებს შორის და რომელიც საკმაოდ არასასურველ ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში ასეთი ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან და ამომრჩევლებს გააცნონ თავიანთი პლატფორმა ის, თუ რას სთავაზობენ მათ“, – აღნიშნა მან.

ვოლონტეს განცხადებით, 1–ელ ოქტომბერს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში და ის იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს აქტიურად შეამოწმებს.

„ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა აუცილებლად უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული, ინკლუზიური კამპანიისათვის გარემო და ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან რომელიც  გაზრდის დაძაბულობას“, – დასძინა მან.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სალომე მახარაძე: ბაჩო ახალაიას დაკავების ოპერაცია არ იგეგმება1
ფილიპ დიმიტროვი: საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ არჩევნებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი2
NDI არჩევნებთან დაკავშირებული ინსტიტუტების შექმნას წარმატებულ ნაბიჯად აფასებს3
"რეალ TV" "ინტერნეტ.ჯი"-ს სასამართლოში უჩივის4
ბაქრაძე: „ღია ცის“ ხელშეკრულების რუსეთის მიზნებისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X