GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა
18:30 14.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, განხეთქილება ხალხს კარგს არაფერს მოუტანს. მისი თქმით, ახლა შენების და ერთიანობის დროა.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძარის ეზოში სპეციალური მიმართვისას გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ყველა საქართველოს მოქალაქე უპირველეს ყოვლისა პატრიოტია და შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატი“, „ნაციონალი“ თუ „მეოცნებე“.

„4 წლის წინ აქედან მოგმართეთ, ამ ტაძრის ნანგრევებიდან და ვთქვით, რომ დავიწყებდით მის აშენებას, ეს კი იყო სიმბოლო მთლიანად საქართველოსი.  ჯერ მთელი საქართველო არ აშენებულა და ბევრი პრობლემებია, მაგრამ აღდგენილია ბაგრატის ტაძარი. ეკლესიის აშენება, ან მისი აღგენა დიდებული საქმეა. ტაძარი უფლის სახლია და მისი შენება ყველაზე დიდი ღვაწლია ნებისმიერი ქრისტიანისთვის. განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ტაძარი არა მხოლოდ უფლის სახლი, არამედ მთელი ერის კულტურის და ისტორიის გვირგვინია. მისი ერთიანობის სიმბოლოა. სწორედ ასეთი სტატუსი აქვს ბაგრატის ტაძარს თითოეული ქართველისთის. ბედნიერი ვარ, რომ მე როგორც საქართველოს პრეზიდენტს წილად მერგო, ჩემი ძალიან მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის აღდგენაში“,- განაცხადა სააკშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაში მიიღო მონაწილეობა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა უწმინდესსა და უნეტარესს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ლოცვაც გადამწყვეტი იყო. დღევანდელი დღის გმირი კი, ის კაცია, ვინც ეს ტაძარი ააგო, მეფე ბაგრატი. საქართველო ყოველთვის მიდიოდა წინ როცა ჩვენ ერთად ვიყავით შეკრული. ახლა საარჩევნო პერიოდია და პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რაც ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარია. პარტიების ხედვები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და ესაც დემოკრატიაა. თუმცა სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად ხშირად იყენებენ ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას. არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ ღირს იმათ, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა და პერსპექტივა ვანაცვალოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ყველას უნდა აერთიანდებდეს მიზანი, აღარსდროს დაბრუნდეს ქვეყანა ჭაობში.

„ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა ხედვა, მაგრამ უნდა გვაერთიანებდეს მიზანი აღარასდროს დავაბრუნოთ ქვეყანა უკან ჭაობში. ჩვენ შეიძლება სხვადასხვანირად ვენდობოდეთ პუტინის რეჟიმს, მაგრამ შეუძლებელია არ ვიყოთ ერთიანი იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობა არავითარ შემთხევაში არ უნდა ხდებოდეს, საქართველოს თავისუფლების დათმობის ხარჯზე. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას ერთიანობისკენ. შევთანხდეთ, რომ აღარსდროს დავუშვებთ ქვეყანაში კანონიერი ქურდების თარეშს  და ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ რუსული საოკუპაციო ჯარის გასაყვანად და ქვეყნის გასაერთიანებლად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლონეთის სადეპორტაციო ბანაკში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ1
ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე, ხოლო უმცირესობის ლიდერი – დავით ბაქრაძე იქნება2
ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის3
ვლადიმერ პუტინი: სააკაშვილი ხელისუფლებას ჩაეჭიდება4
ზირაქაშვილისა და კოლელიშვილის “კლერმონი” საფრანგეთში გალიდერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X