GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: კახეთში მიმდინარე მშენებლობები სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია
18:33 16.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კახეთში მიმდინარე მშენებლობები სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა კახეთში, განახლებულ ყვარელში სტუმრობისას განაცხადა.

„კახეთში ასეთი სილამაზე არასდროს ყოფილა. რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ბევრი გაჭირვებაა, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ? ჯერ მარტო ამ იუსტიციის სახლის სანახავად ჩამოვა ტურისტი და ოჯახებში შემოსავალი შევა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა დღესვე სასტუმრო კომპლექსი „ყვარლის ედემი“ დაათავლიერა და აღნიშნა, რომ დურუჯის ციხე და აღნიშნული ობიექტი უცხოური ინვესტიციებით შენდება.

„ყვარელში ერთამანეთზე უკეთესი 6 სასტუმრო კომპლექსი შენდება.  ეს არის სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი,“- განმარტა სააკაშვილმა.

კახეთის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ახლად რეაბილიტირებულ ყვარელში დღეს საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში იუსტიციის სახლი გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა წითელი ლენტი 100 წლის ადგილობრივ ქალბატონთან ერთად გაჭრა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოში წითელი ჯვრის კვირეული იწყება1
გოცირიძე: დედოლარიზაცია არ არის მთავარი, მთავარია ლარის სტაბილურობა2
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა3
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს4
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X