GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს
21:27 16.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღიარებენ, კოალიცია პირველ ოქტომბერს მიღებულ შედეგებს არ გააპროტესტებს. როგორც ივანიშვილმა გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობისას განაცხადა, სადამკვირვებლო მისიები არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ.

გარადა ამისა, ივანიშვილი ირწმუნება, რომ გაყალბებას არც კოალიცია „ქართული ოცნება“ დაუშვებს.

„თუ ხელისუფლება მოახერხებს უწყისების გადაწერას, ამ შედეგებს არავინ აღიარებს. გპირდებით, რომ ყველა ხმას დავიცავთ, თითოეული ამომრჩევლის ხმას ჩვენთვის დიდი ფასი აქვს“,– განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რა სახის დანადგარით აპირებს კოალიციის ლიდერი არჩევნების გაყალბებისგან დაცვას, ივანიშვილი აცხადებს, რომ დანადგარს რამდენიმე დღეში გახდის საჯაროს.

„ეს დანადგარი სასწაულმოქმედი არ გახლავთ, უბრალოდ ჩვენ კარგი მექანიზმი შევიმუშავეთ არჩევნების გაყალბების აღსაკვეთად,“– განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა პედაგოგებს კვლავ მიმართა და მათ „ღირსების დაბრუნებას“ დაჰპირდა.

„მასწავლებლების წინაშე ქედს ვიხრი, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში არიან ჩართულნი, მათ შორის მასწავლებლებსაც შევახსენებ, რომ მათ კანონი აგებინებს პასუხს და არა ჩვენ“,– განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პედოფილმა შინაპატიმრობისას 1000 ლეკვი აწამა1
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს2
ცესკოში საარჩევნო უბნებზე ფოტო/ვიდეო გადაღების სადაო პუნქტებზე იმსჯელებენ3
სახალხო დამცველი ლტოლვილთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს4
იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X