GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ფოთი დიდი ინდუსტრიული ცენტრი გახდება
14:35 18.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, დაბა ყულევში ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის იდეა რეალურად  ხორცს ისხამს და შინაარსით ივსება.

„საერთო ჯამში, აქ არის მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 1500 დასაქმებულ ფოთელს. აქ ადგილზე კიდევ სხვა ქარხნებიც იხსენება, ამიტომ ჩვენ გადავამზადებთ ხალხს, იმისათვის, რომ მოსახლეობა დასაქმდეს. ფოთი კი, დიდი ინდუსტრიული ცენტრი გახდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მომავალში კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი. ქვეყნის პირველი პირი სიტყვით გამოსვლისას, ქალაქ ლაზიკას მშენებლობასაც შეეხო. 

„ლაზიკა არის ინვესტიცია ფულის ამოღების მიზნით და ამ ფულის გადანაწილებით დანარჩენ საქართველოზე. ეს ქალაქი ვიღაცის აკვიატება კი არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ჩავდოთ ფული და შემდგომ ეს ამოვიღოთ. ძალიან კონკრეტული ბიზნესგეგმაა გათვლილი მოგებაზე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოში არც ერთი მეტრი მიწა აუთვისებელი არ დარჩება. „ჩვენ და პირადად მე ვაპირებ მომავალში გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე. ეს ყველაფერი კი, სრულიად საქართველოსთვის კეთდება. ეს საარჩევნო კამპანიები მალე ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება“,- დასძინა პრეზიდენტმა.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გუბაზ სანიკიძე კანონიერ ქურდებთან კავშირს უარყოფს1
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.2
ლარი ისევ უფასურდება3
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა4
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X