GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს
21:39 18.09.2012
დღის სიახლეები

როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, სეპარატისტებთან ლაქუცი არ გამოვა.

„რა მოგვცა სეპარატისტებთან ლაქუცმა, გარდა ტერიტორიების დაკარგვისა? არძიმბას უმრავლესობა რომ მისცეს ის მოხდა, რაც ვნახეთ. ამ უფლების მიცემა  საქართველოს გულის ჩამოტეხვით დააგვირგვინდა.  ეთნიკურ უმცირესობებს მივმართავ - ჩვენ  ერთი სამშობლო და ერთი მომავალი გაგვაჩნია. ერთი ხომადლის მგზავრები ვართ და ეს ხომალდი მსოფლიო აკვატორიაში მშვიდად ერთად  გავიყვანოთ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

გამოსვლისას, კახა კალაძემ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკაში უნდა ჩართოს.

მისი თქმით, სახელმწიფო უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს უმცირესობების დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე.

„სახელმწიფო ეთნიკურ უმცირესობებს დაიცავს და ქართული ენის შესწავლის ხარისხს გააუმჯობესებს. ჩვენ საკუთარ თავზე იმ დაპირებებს ავიღებთ, რომელიც ხელისუფლებამ გასცა. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ქართულ ბაზარზე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში წარმოებული პროდუქტის დაბრუნებას. ასევე კულტურის სახლებს გავხსნით და ბანაკებს წავახალისებთ, სადაც ბავშვები დამეგობრდებიან“, - განაცხადა კალაძემ.

საკითხზე საუბრისას გიორგი თარგამაძემ ყურადღება ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ერთადერთია, რომელიც საარჩევნო პროგრამებს აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ბეჭდავს.

მმართველი გუნდის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ აქცენტები ოპონენტების გამონათქვამებზე გააკეთა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამებს ოპონენტები ქსენოფობიურ განცხადებებსა და შეურაცხყოფაზე აგებულ პოლიტიკას უპირისპირებს.

„ჩვენი პროგრამებით ისარგებლებს ყველა განურჩევლად ეთნიკური უმცირესობებისა. არაერთი განცხადება მოგვისმენია ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც ოპონენტებმა „დეგრადირებული მეგრელები“ და „ვაშლის გამყიდველები“ უწოდეს. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია, ჩვენი სიმდიდრე კი, ჩვენს მრავალფეროვნებაში. დავით აღმაშენებელი სინაგოგასა და მეჩეთში დადიოდა და პირადად აძლევდა ხალხს ტოლერანტობის მაგალითს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის მტკიცებით, ქვეყანა არ დაუბრუნდება - ძალადობას, შეურაცხყოფასა და   ქსენოფობიას.

„ჩვენ ვერ დავბრუნდებით შუღლისა და შეურაცხყოფების წარსულში, რადგან საქართველოს ყველა მტერი ეთნიკური ნიშნის მიხედვით ყოფს“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის დებატები, პროექტ „დებატები 2012“-ის ფარგლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში  გაიმართა.  

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ2
ლოპოტას ხეობაში რამდენიმე ვერტმფრენი პატრულირებს3
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს4
თინათინ ხიდაშელმა სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას კოალიციის გეგმები გააცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X