GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: არ გამოიყენოთ ადამიანების ბედი პოლიტიკური თამაშებისთვის
17:44 20.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სამხედრო მოსამსახურეებს ბინები საჩუქრად გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცების თავგანწირვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანა გადაარჩინეს.

„ჩვენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ვახორციელებთ და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას აშშ-სთან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციებისთვის ამერიკელების მიერ გაცნობის და აღჭურვის თაობაზე. ეს არის ნამდვილი გარღვევა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო ქართველი ჯარისკაცების ამხელა თავგანწირვა, ქვეყანა არ იქნებოდა. „ქართველებს აღმოაჩნდათ უნარი გაეწიათ მართლაც გმირული წინააღდეგობა. ჩვენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ისე უნდა გავუფრთხილდეთ როგორც არასდროს. ახლა გამოწვევიაა როგორც გარედან, ასევე შიდა“,- დასძინა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი გლდანის ციხეში განვითარებულ მოვლენებსაც გამოემხურა. ქვეყნის პირველმა პირმა ყველას მოუწოდა, რომ ადამიანების ბედი პოლიტიკური თამაშებისთვის არ გამოიყენონ.

„რაც გლადნის ციხეში ხდებოდა, ეს არის ყველაფერი ის, რაც მეზიზღება და რისი წარმოდგენაც არ შემეძლო. ასეთი გაბრაზებული ძალიან იშვიათად და პრაქტიკულად არც არასდროს ვყოფილვარ.  ის ადამიანი, ვინც ამას იღებდა გმირად შერაცხეს და ის ამაში თვეების განმავლობაში ხელფასს იღებდა. თუ იცი რა ხდება ციხეებში, როგორ შეიძლება წყნარად გეძინოს.  სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის , მაგრამ ის ყველაფერი, რაც ხდება სხვა გეგმების ნაწილიცაა. ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, არც თუ ისე სასიამოვნო და ამას საზოგადოებას გავაცნობთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გალის რაიონიდან მამაკაცი გაიტაცეს1
ზურაბ ჭიაბერაშვილი და გია ჩალათაშვილი საგარეჯოში პენსიონრებს შეხვდნენ2
აშშ პოლონეთს კატინის დახვრეტებთან დაკავშირებულ საარქივო დოკუმენტებს გადასცემს3
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს4
“თელასიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X