GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება რუსული შენაერთების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
18:36 21.09.2012
დღის სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზებთან საქართველოს მიერ სამხედრო ნაწილებისა და აღჭურვილობის ზრდის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 21 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა შემდეგი განცხადება:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა განცხადებები, იმის შესახებ რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქართული ჯარისა და პოლიციის შენაერთების განლაგებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, დამატებითი სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით, ინტენსიურად ახორციელებდა მოცემული ცნობების მონიტორინგსა და შეფასებას და ამოწმებდა გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებთან.

მოცემული ქმედებების შედეგად, მისიამ ვერ აღმოაჩინა გავრცელებული ცნობების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება, რათა აქტიურად დააკვირდეს ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

ამავე დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. მოცემულ ქმედებასთან დაკავშირებით, მისიამ რუსეთის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან შეშფოთება გამოთქვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაჟინებით მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე".

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვიმა რამაზ ჩხიკვაძის საფლავი გვირგვინით შეამკო1
ნოდარ ჯავახიშვილი სკანდალურ საარქივო დოკუმენტებზე განმარტებას აკეთებს2
საგარეო უწყება რუსული შენაერთების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს3
რუსთავის ციხესთან პატიმრის დედამ შიმშილობა დაიწყო4
თურქულენოვან სახელმწიფოებს საერთო დროშა ექნებათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X