GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გაბუნია: გრიგოლია ცესკო-ში განვითარებულ მოვლენებზე ბოლომდე ინფორმირებული არ არის
12:24 25.09.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ზაზა გაბუნია, აცხადებს, რომ ინგა გრიგოლია ცესკო-ში განვითარებულ მოვლენებზე ბოლომდე ინფორმირებული არ არის.

როგორც გაბუნიამ „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა, თანაგუნდელის გადაწყვეტილება მთელი პარტიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„შეიძლება, ინგა ცუდადაა ინფორმირებული და ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალია. იმედია ინგა, რომელიც ჩემი და ყველას მეგობარია, დაფიქრდება და ჩვენი არგუმენტების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილებას შეცვლის“,- აცხადებს „ქდმ“-ს მაჟორიტარობის კანდიდატი.

რაც შეეხება ცესკოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაცას ინგა გრიგოლიას პროტესტი მოჰყვა, ზაზა გაბუნია ამბობს, რომ არჩევნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების დაშვება სწორედ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიღწევაა.

"ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რასაც „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მივაღწიეთ. ხელისუფლებას გადაღების აკრძალვა უნდოდა. ცესკოს გუშინ მიღებული  გადაწყვეტილება კი  არ არის აკრძალვა, ეს არის გარკვეული რეგულაციების დაწესება“,- განმარტა გაბუნიამ და აქვე დასძინა, რომ გრიგოლიას პარტიის არც ერთი წევრისთვის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამ დრომდე არ უცნობებია.

რამდენიმე საათის წინ, ინგა გრიგოლიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი დადო, რომელშიც აცხადებს, რომ ის პროტესტის ნიშნად არჩევნებზე კანდიდატურას ხსნის.

დატოვებს თუ არა „ქდმ“-ს წევრი პარტიას ჯერჯერობით უცნობია. გრიგოლიას ტელეფონი გამორთული აქვს. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კანონიერი ქურდის გასათავისუფლებლად სანიკიძემ ხაბურძანიასთან შუამავლად მარგიანი გააგზავნა (VIDEO)1
სამი წლის გოგონას მკვლელობისათვის ორი ადამიანი დააკავეს2
საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18 %-ით გაიზარდა3
12 ადამიანი ამერიკული „გორკების“ „ტყვეობაში“ 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა (VIDEO)4
ალეპოში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X