GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამყრელიძე: ვერც საქართველო იქნება უაფხაზეთოდ და ვერც აფხაზეთი - საქართველოს გარეშე
14:49 27.09.2012
დღის სიახლეები

„დღეს  27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე. გადავწყვიტე სწორედ ზუგდიდიდან, იმ ქალაქიდან, რომელიც ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და რომელმაც ყველაზე მეტად იწვნია ძმათამკვლელი ომის სიმძიმე,  მიმემართა  ჩემი  თანამოქალაქეებისათვის“, - ამ სიტყვებით მიმართა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოსახლეობას.

„ამ დღეს დასრულდა ტრაგიკული ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.

ეს იყო ტრაგედია არა მარტო  ქართველი ხალხისთვის, არამედ, ჩემი აზრით,  აფხაზი ხალხისათვისაც.  ჩვენ მაშინ ყველანი დავმარცხდით და მკაცრად დავისაჯეთ -  ქართველებიც და აფხაზებიც.  დავმარცხდით და დავისაჯეთ იმიტომ, რომ ურაპატრიოტიზმი სამშობლოს ერთგულებად  და სიყვარულად მივიჩნიეთ. 

დღეს, ამ ტრაგედიიდან 19  წლის შემდეგ, როცა თითქოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩაჭრილად მიგვაჩნია,  მინდა მივმართო ყველას -   აფხაზსაც და ქართველსაც:

მოდით,  ქართველებო,  აფხაზეთში  კი არ დავბრუნდეთ, არამედ აფხაზეთი და აფხაზები დავაბრუნოთ საქართველოში“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მემარჯვენეების ლიდერმა ყურადღება აფხაზი და ქართველი ხალხის უფლებებზეც გაამახვილა. მიმართვაში გამყრელიძე იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც აფხაზეთის შემორიგებაა შესაძლებელი.

„მოდით, აფხაზებო,  ერთიანი  სახელმწიფოს აშენება  მოვახერხოთ. ჩვენ ხომ განწირულნი ვართ ერთად ცხოვრებისთვის, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვერც საქართველო იქნება უაფხაზეთოდ და ვერც აფხაზეთი - საქართველოს გარეშე.

მინდა მივმართო ყველას  - მოდით მოვიშუშოთ ეს ჭრილობები, მოვინანიოთ ცოდვები და მოვნახოთ ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზები.

მოდით ერთად ავაშენოთ ქვეყანა, სადაც თანაბრად დავიცავთ აფხაზების და ქართველების უფლებებს, ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს, მის პატივს და ღირსებას, მის საკუთრებას.

მოდით ყველამ - ქართველმაც და აფხაზმაც  - მაგალითად გავიხადოთ გერმანელი ხალხი, რომელმაც მრავალი წელი გულის სიღრმეში ატარა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს იდეა და შეძლო ამ იდეის  რეალობად ქცევა.

მე, როგორც არასდროს ისე მწამს და მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი. ჩვენ - აფხაზები და ქართველები, ყველანი, ვისაც ღმერთმა ერთი სამშობლო გვარგუნა  დავბრუნდებით ამ ერთიან საქართველოში და მას ძლიერ და აყვავებულ  სახელმწიფოდ ვაქცევთ,“-აცხადებს დავით გამყრელიძე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X