GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ივანიშვილს სკანდალურ გარიგებებში ამხელს
17:12 27.09.2012
დღის სიახლეები

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში განაცხადი გააკეთა, რუსეთში მის ბიზნესთან დაკავშირებით უსწრაფესად დაიწყო მოვლენთა განვითარება.

„მისმა ბანკმა, მაგალითად, მიიღო ფიზიკურ პირებთან მუშაობის უფლება. მანამდე კი საერთოდ არაფრის უფლება ჰქონდა. ის უბრალოდ, საინვესტიციო ბანკი იყო. ეს ყველა უფლება, პრაქტიკულად, წინა დღეებში მიიღო. შესაძლოა, ეს შემთხვევითი დამთხვევაც იყოს“ - აცხადებს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.

მისი თქმით, ბიზნესის გაყიდვა, ზოგადად, ძალიან რთული საქმეა, თუკი ეს რეალური გარიგებაა. ივანიშვილის შემთხვევაში მოხდა ისე, რომ მისი უდიდესი ბიზნესები რუსეთში, რამდენიმე დღეში იყიდება. ყველაზე წარმოუდგენელი კი ის არის, რომ ეს გარიგებები ჯერ დასრულებული და დახურული არ არის და საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე, მათი საკითხი ღიად რჩება. მაგალითად, „როსიისკი კრედიტზე“ გარიგება მხოლოდ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ჯერ არ გაუყიდია თავისი ბიზნესი რუსეთში.

ვიდრე გარიგება არ დასრულებულა, მას ბანკის დაბრუნება თავისუფლად შეუძლია. ფული სპეცანგარიშებზე ინახება, იურისტები ამას აფიქსირებენ და გადახდა მხოლოდ მერე ხდება. იურიდიულად ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს თავის საკუთრებას.

„ახლა არის მცდელობა საქართველო დააბრუნონ იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც ის იყო. ქართველი ხალხი ამ ჯოჯოხეთს ვერ აიტანს და ქვეყანა, უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას“ - აცხადებს ივანიძე და დასძენს, რომ მას ხელთ აქვს „გოგი ერევანსკის“ ჩანაწერების დღიურის ასლი. ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის წიგნაკში სხვებთან ერთად წერია მალკინი და ბორის ივანიშვილი და ყველა ტელეფონი „როსიისკი კრედიტისა“.

„რა უნდა ბიძინას გოგი ერევანსკის წიგნაკში?“ - სვამს კითხვას ჟურნალისტი.

იხ. წყარო

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ივანიშვილს სკანდალურ გარიგებებში ამხელს1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ3
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები4
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X