GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი: ვანოზე მე კომპლიმენტი ვთქვი
13:44 28.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პატიმართა წამების გამო პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც ეკისრება.

აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა „მეცხრე არხის“ ეთერში მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მოქალაქე დაინტერესდა, ხომ არ აქვს ივანიშვილს კავშირი ვანო მერაბიშვილთან. ასევე კითხვა ეხებოდა ბედუკაძის საზღვარგარეთ გაპარვის საქმეში მერაბიშვილისა და ივანიშვილის მონაწილეობას.

"ეს ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული მორიგი ჭორია,  ვანოზე კომპლიმენტი ვთქვი, თუმცა ამ ბოლო დროს მან  დაკარგა თავი, საუბარი უსწავლებიათ, მაგრამ სისულელეებს იძახის, როცა ჩვენ  ძალაზე საუბრობს მხედრიონს დააბრუნებს, ან იმ ჯალათებს დავაბრუნებთ პოლიტიკაში, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ. სისულელეა ეს ყველაფერი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ახალგაზრდებმა სააკაშვილი აიძულეს ახალაია გადაეყენებინა, პოლიციიდან გამოგდებული მერაბიშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის იმაზე კარგი მმართველია, ვიდრე ახალაია იყო და პოლიციის უფროსებს ფულს პარკებით ურიგებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ წამების საქმეში მერაბიშვილსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან ის შსს მინისტრი იყო“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ტელეხიდისას „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩევნების შესაძლო გაყალებების წინააღმდეგ მისეულ ბრძოლის მეთოდებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ხმას დაიცავს.

„ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში. დღეს ძალიან მომართულია საქართველოს მოსახლეობა. ვარწმუნებ ყველას, რომ კარგად ვართ მომზადებულები. ასეთი ოპოზიოცია არ ყოფილა არასდროს.  ნუ აკეთებთ აპელირებას წარსულზე,მოდით არჩევნებზე და თითოეულ თქვენ ხმას დავიცავთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერი ირწმუნება, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, ეუთოს დამკვირვებელთა შუალედური დასკვნა შეიცვალა.

ივანიშვილის განცხადებით, უცხოელი დამკვირვებლები მკაცრი ტონით საუბრობენ მმართველ გუნდთან.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში ანდერს გოფ რასმუსენს ელოდებან1
ტყეში ადამიანის 50-მდე ემბრიონი აღმოაჩინეს2
გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს3
თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის, კავკასიის ბუნების ფონდმა 604 000 ევრო გამოყო4
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X