GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთში ცხინვალისა და სოხუმის კურატორი განყოფილება გააუქმეს
11:49 13.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან  კულტურული კავშირების განყოფილებას აუქმებენ, რომელსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში სერგეი ვინოკუროვი ხელმძღვანელობდა.

ვლადიმერ პუტინის ახალი ადმინისტრაციის სტრუქტურაში ასეთი რგოლის არსებობა გათვალისწინებული აღარ არის. ამის შესახებ „ია რეგნუმს“ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოდან აცნობეს. ექსპერტების თქმით, ვინოკუროვის ხელმძღვანელობით მომუშავე განყოფილების გაუქმების მიზეზი სწორედ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის მიერ ბოლო პერიოდებში განცდილი მარცხია.

კერძოდ, აღნიშნული განყოფილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც დნესტრისპირეთში, მნიშვნელოვან პროცესებს კრემლის სახელით კურირებდა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოსკოვს ადგილობრივი მოსახლეობის თვალში იმიჯი შეურყია. მის იმედზე იყო კრემლი სეპარატისტულ რესპუბლიკებში არჩევნების ჩატარების დროსაც.

სწორედ ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა ალა ჯიოევა მიტინგებს მართავდა და ედუარდ კოკოითს ულტიმატუმებს უყენებდა, ზემოხსენებული ვინოკუროვი მოსკოვი-ცხინვალის გზას ტკეპნიდა და როგორც მომრიგებელი, ჯიოევას რჩევა-დარიგებებს აძლევდა. 

საბოლოო ჯამში კი მოსკოვის მარცხი „სამხრეთ ოსეთში“, როცა მან ვერ მოახერხა თავისი ფავორიტის გაყვანა „პრეზიდენტის“ პოსტზე, ვინოკუროვის განყოფილების ცუდი მუშაობის შედეგად შეფასდა.

პუტინს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფრო ჭკვიანი კურატორები სჭირდება. ამიტომაც, მთელი განყოფილება, თავისი უფროსიანად, გაუქმდა.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში „უმათურმანის“ კონცერტი გაიმართება1
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის2
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა3
მიხეილ სააკაშვილი: ბოლო დღეები ნამდვილი გმირობის მაგალითია4
დუმის დეპუტატმა რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X