GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Forsa: საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 88% მიიღებს მონაწილეობას
16:16 28.09.2012
დღის სიახლეები

Forsa-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა. გამოკითხულთა 25% ვანო მერაბიშვილს აირჩევდა, ხოლო 25%-მა არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.

ცენტრი ირწმუნება, რომ  ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი აგვისტოსთან შედარებით, 9%-ით გაზრდილია, ხოლო ვანო მერაბიშვილის 23%-ით შემცირებული.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული მხარდამჭერების 78%-ს, ისინი მხარს  ვანო მერაბიშვილს უჭერენ, 5% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 17%-მა არ იცის ან უჭირს პასუხის გაცემა.

„ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 90% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა, 4% ვანო მერაბიშვილს, 6%-მა კი, არ იცის ან აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.

დღეს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით,  საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 88% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

გამოკითხულთა 80%-ს აზრით, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ დანაშაულებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.

ამასთან Forsa-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიხეილ სააკაშვილის საქმიანობით ძალიან უკმაყოფილოა.

გერმანული კვლევითი ცენტრის კვლევის მიხედვით, სააკაშვილის საქმიანობით ძალიან კმაყოფილია გამოკითხულთა 34%, ხოლო 19%-მა არ იცის, ან პასუხისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება  პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმიანობას. მერაბიშვილის საქმიანობით გამოკითხულთა 38% ძალიან უკმაყოფილოა, 34% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 28%-მა არ იცის ან აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.

გერმანულმა კვლევითმა ცენტრმა მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასაარჩევნო კვლევა 20-25 სექტემბერს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით 1 943 რესპოდენტი გამოიკითხა.

შეგახსენებთ, გერმანული კვლევითი ორგანიზაცია "forsa" სოციალური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის მიმართულებით მუშაობს. ვიკიპედიას მონაცემებით, "forsa" 1984 წელს მანფრედ გულნერმა დააარსა. ორგანიზაციის შტაბბინა ბერლინში მდებარეობს, თუმცა ფილიალი აქვს ლატვიის დედაქალაქ რიგაშიც. "forsa" კვლევის პროცესში, ძირითადად, ონლაინ-გამოკითხვების მეთოდს იყენებს.

წლების განმავლობაში, "forsa"-ს არაერთი ბრალდება წაუყენეს. იგი ცნობილია, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია. "forsa" და მისი პრეზიდენტი, მანფრედ გულნერი, ეჭვმიტანილნი იყვნენ წინასაარჩევნო გამოკითხვების გაყალბებაში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ.

"forsa"-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ემთხვეოდა სხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. მანფრედ გულნერის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ კურსს იმაზე ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე სხვა კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში აისახებოდა.

2002 წლის 6 სექტემბერს, მაინზის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორმა, ჰანს მატიასმა, დაასახელა სამი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც თავისუფალი იყო პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან. ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა "forsa ".

2005 წლის არჩევნების შემდეგ, "forsa"-ს გამოკითხვებში სოციალ-დემოკრატიული პარტიისადმი მიკერძოებულობა აღარ შეინიშნებოდა, არამედ პირიქით, "forsa"-მ კვლევის შედეგების გაყალბება ახლა უკვე სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი რეფორმატორული კურსის წინააღმდეგ დაიწყო.

ორგანიზაციის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება დაკავშირებულია სოციალ-დემოკრატი შროიდერის მიერ კანცლერის თანამდებობის დატოვებასთან. პუტინთან დაძმობილებული შროიდერი "forsa"-ს დამფუძნებლის, მანფრედ გულნერის მეგობარი იყო და სწორედ ამ მიზეზით ყალბდებოდა კვლევის შედეგები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ  კვლევითმა ცენტრმა "forsa"-მ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა, რომლის მიხედვით, შერჩევით გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: განახლებული აგრარული უნივერსიტეტი1
დიმიტრი ქუმსიშვილი: ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან...2
108 პრობაციონერი პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდა3
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ენერგეტიკოსებთან შეხვედრა გაიმართა4
ტაიფუნი “ბოლავენი” რუსეთს უახლოვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X