GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩირიკბა ანქვაბზე თავდასხმაში ქართულ კვალს არ გამორიხავს
17:04 13.04.2012
დღის სიახლეები

ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში „ქართული კვალის“ აღმოჩენაში აფხაზებს ვერც რუსები დაეხმარნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში გუშინ ამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს და ითქვა კიდეც, რომ მათ შორის არიან აფხაზი ბიზნესმენები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ანქვაბის ბრძოლას ჩრდილოვან ეკონომიკასთან, დღეს ადგილობრივი გაზეთები აქვეყნებენ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ინტერვიუს, რომელშიც ჟურნალისტი ანქვაბზე თავდასხმაში ისევ ქართულ კვალზე საუბრობს.

„თავდასხმის შემდეგ რუსეთმა შემოგვთავაზა დახმარება ამ დანაშაულის გამოსაძიებლად. სოხუმში ჩამოვიდნენ რუსეთის „ფსბ“-ს თანამშრომლები. თავად ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები, შესაძლოა, საზღვარგარეთიდან ყოფილიყვნენ ჩამოსულები. როგორ მიმდინარეობს გამოძიება და შეიძლება თუ არა ამ დანაშაულში ქართული კვალის გამორიცხვა?“ - ეკითხება ჟურნალისტი ჩირიკბას, რომელიც არ უარყოფს „ქართულ კვალს“, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ ტერაქტის შემკვეთები აფხაზეთის მსხვილი ბიზნესმენები იყვნენ. ადგილობრივი გენპროკურატურის წყაროს თანახმად კი, ანქვაბმა მასზე თავდასხმაში მონაწილეთა ვინაობა თავიდანვე იცოდა.

„იცოდა სახელები თავდასხმის შემკვეთებისა. ის გაფრთხილებებს იღებდა ბიზნესმენებისგან, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მისი ბრძოლით ჩრდილოვან ეკონომიკასთან“ - წერს „ლაიფ ნიუსი“.

აფხაზეთის პროკურატურის მონაცემებით, ანქვაბმა სამართალდამცავებს ეს სახელები მაშინვე უთხრა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა მტკიცებულებებზე მუშაობდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქეცბაიამ საფინეთო და საბელორუსო შემადგენლობა დაასახელა1
მიხეილ სააკაშვილი: მომავალი წლიდან ეკონომიკის მინიმუმ 10%-იანი ზრდა იქნება2
მოშინაურებულმა ტერიერმა პატრონი დაგლიჯა (VIDEO)3
კახა კალაძე: ყურადღებას მცირე და საშუალო ჰესებზე გავამახვილებ4
თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში შეხვედრებს მართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X