GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი კარბელაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა
00:04 02.10.2012
დღის სიახლეები

“მე ვაღიარებ დამარცხებას, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ მეტი მონდომებით და ჟინით ვიბრძოლო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის”,- აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

კარბელაშვილი არჩევნების თემას ეხება და აცხადებს, რომ ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის ახლა იწყება.

„ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ, როგორც ახლობელ ადამიანებს და თანამებრძოლებს. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს გადამიხვევია იმ გზისთვის, რაც კარბელაშვილების გვარმა, ჩემმა დიდმა პაპებმა აირჩიეს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატი, მინისტრის მოადგილე თუ კომუნიკაციის მექანიკოსი. ჩემთვის ყველაზე ფასეული თქვენთან ერთად თანაცხოვრება, თქვენი სიყვარული და სიხარულია. ჩემი მიზანია, თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ დღეს მინდა ვთქვა - მე ვაღიარებ დამარცხებას, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ მეტი მონდომებით და ჟინით ვიბრძოლო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის. ისეთი ქვეყნისთვის, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შვილების მომავალი წარმოუდგენია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩემს გვერდით იდგა და მინდა მათ ვუთხრა - ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის ახლა იწყება“,- აღნიშნავს მმართველი გუნდის წევრი.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
23 ადამიანი ცოცხლად დაიწვა1
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება2
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს3
ჭიათურის მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს4
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X