GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
17:26 04.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევენები იყო.

ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ ლეფორისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანდჯეი ტიშკევიჩის შეფასებით, არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესი წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს.

როგორც ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღინიშნეს, პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.

შეხვედრისას, ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა წარიმართოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და ექსცესების გარეშე უნდა შეძლოს. ამავდროულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარდამავალმა პერიოდმა კონსტიტუციისა და კანონიერების სრული დაცვით ჩაიაროს და კვლავაც გაგრძელდეს ევროპული ინტეგრაციის კურსი.

ქართული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე ესწრებოდა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა2
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს3
ბოტოქსი დედებს ბავშვების აღზრდაში ხელს უშლის4
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X