GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დაპირების შესრულებას ოპოზიციიდან შეეცდება
13:03 08.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით,  სახელმწიფოს გააჩნია საკმარისი თანხები და სავალუტო რეზერვები, რათა საქართველოს შემდეგმა მთავრობამ არჩევნების წინ, საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება შეძლოს.

აღნიშნული განცხადება მერაბიშვილმა მთავრობის კანცელარიაში ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან შეხვედრისას გააკეთა და მინისტრისგან იმ პროექტების ჩამონათვალი მოისმინა, რომლის განხორციელებას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მთავრობა აპირებდა.

„ჩვენი გათვლებით 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მცირდებოდა და ხდებოდა 15%, ამასთან, 2013 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა სოციალური პროგრამების  4 50 მლნ ლარით ზრდას. მათ შორის იყო საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე ზრდა. ათას ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამას, რომელიც ყოველ მესამე შვილზე 100 ლარიან დახმარებას ითვალისწინებდა. იზრდებოდა ჯანდაცვის პროგრამებიც. იგეგმებოდა 3 მილიონზე მეტი ადამიანის დაზღვევა მომდევნო წელიწადს. რაც შეეხება განათლებას, ამ მიმართულებით 640 მლნ ლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი აქ იგულისხმებოდა მასწავლებლის საშუალო ხელფასის ზრდა 600 ლარამდე, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოები, სასკოლო სამედიცინო პუნქტების ამოქმედება“,- განაცხადა ხეთაგურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2013 წლის ბუუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დანაპირების შესრულებას ოპოზიციიდან შეეცდება.

„აღნიშნული თანხები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ შეძლოს საკუთარი დანაპირების შესრულება, რადგან უპრეცედენტოდ მაღალია ბიუჯეტის მაჩვენებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობა 1 000 ლარიან დახმარების პროექტს შეწყვეტს და ახალი ტრაქტორების პროექტიც ვერ მოხერხდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მან  წარმატება უსურვა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს ემხრობა1
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი2
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს3
ფოთში ძარცვის ფაქტები გახშირდა4
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილიც დასწრო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X