GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით
13:10 08.10.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გარდამავალ ეტაპზე, ჟენევის შეხვედრებში მონაწილე საქართველოს დელეგაციასთან ითანამშრომლოს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება, ივანიშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

 

როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისათვის მოვალეობათა გადაცემა, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, წინასწარი კონსულტაციების აუცილებლობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

 

„კოალიცია „ქართული ოცნება“ სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ შეხვედრებში და კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ ჟენევის ფორმატის ყველა მონაწილესთან, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო (მონიტორინგის) მისიის პოზიტიური როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს გაიმართება.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ახალქალაქსა და საჩხერეს 23 და 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება1
ეუთოს უმაღლესი კომისარი თიბილოვის გეგმებით შეშფოთებულია2
ოჩამჩირის პორტში „ფსბ“-ს საყარაულო კატერი შევიდა3
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებზე კარგი ორგანიზება, გამჭირვალობა და ბევრი დამკვირვებელი გვჭირდება4
РБК: თინა კანდელაკი, შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X