GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხინთიბა: აფხაზეთის აღიარებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტი გადაიჭრება
15:57 08.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ აფხაზეთი კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებათა პროცესში მხარედ იქნება აღიარებული. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთიბამ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკების მიზანი იქნება შექმნა პირობებისა, რომ საქართველომ ცნოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
თუ თბილისი ამ ყოველივეს მიმართ მზადყოფნას გამოთქვამს, ხინთიბას განცხადებით, სოხუმი შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.

ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მხრიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარება სრულებით შესაძლებელია.

„ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ საქართველოს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოამჟღავნებს პრაგმატიზმს და გაითვალისწინებს არსებულ რეალიებს, ეს პირველ რიგში საქართველოს წაადგება. აფხაზეთის აღიარებით გადაიჭრება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც იგივეს გაკეთებით, საქართველო თავისუფლდება სერიოზული ტვირთისგან, რომელიც ხელს უშლის მას ევროინტეგრაციის კუთხით, ნატოში ინტეგრაციისა და შიდა პრობლემების მოგვარების კუთხით“ - აცხადებს ხინთიბა.

ის ვარაუდობს, რომ „ივანიშვილის ზოგიერთ მრჩეველს დღეს ესმის, რომ შეუძლებელია გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც შემუშავდა და ხორციელდებოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ: აფხაზეთის იზოლაცია, მისი არაღიარება მხარედ, „ოკუპირებული ტერიტორიების“ იარლიყების მიწებება და ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება. ვფიქრობ, ამ ნეგატიურ მომენტებს ახალი ხელისუფლება გვერდს აუვლის“ - აღნიშნა ხინთიბამ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ახალქალაქსა და საჩხერეს 23 და 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება1
ეუთოს უმაღლესი კომისარი თიბილოვის გეგმებით შეშფოთებულია2
ოჩამჩირის პორტში „ფსბ“-ს საყარაულო კატერი შევიდა3
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებზე კარგი ორგანიზება, გამჭირვალობა და ბევრი დამკვირვებელი გვჭირდება4
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის საგალობელი შესრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X