GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსი ექსპერტები საქართველოს დაშლას პროგნოზირებენ
16:51 10.10.2012
დღის სიახლეები

რუსი ანალიტიკოსები და ექსპერტები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ.

„რუსეთი და ახლო საზღვარგარეთი: განვითარების აქტუალური პრობლემები და ურთიერთქმედება“ - ამ სახელწოდების სემინარზე სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს.

რუსი ექსპერტები მოელიან, რომ ხელისუფლების ცვლის შემდეგ, საგარეო ფინანსური დახმარების შეწყვეტის ან შემცირების შედეგად ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი.

ექსპერტმა მიხაილ ჩერნოვმა კი ასეთი სათაურის მოხსენება წარადგინა: „საქართველო საპარლამენტოდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე: ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების პერსპექტივები“. მისი მთავარი მესიჯი კი ის იყო, რომ საქართველოს დაშლაა მოსალოდნელი.

მან ყურადღება გაამახვილა „ხმის მიცემის რუქაზე“ და აღნიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოში დაუჭირეს მხარი, ასევე მოხდა „ნაციონალურ ანკლავებშიც“ - სამცხე-ჯავახეთსა და ბორჩალოში, მაშინ, როცა თბილისმა და დანარჩენმა საქართველომ ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიას.

აქედან გამომდინარე კი რუსი ექსპერტი ასკვნის, რომ მსგავსი „რეგიონალისტიკა“ მომავალ კონფქლიტებზე მიუთითებს.

კერძოდ, ჩერნოვის ანალიზით, სააკაშვილი, ხელისუფლების დაბრუნების მიზნით ვითარების დესტაბილიზაციას შეეცდება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას დაიწყებს. ეს კი სამოქალაქო ომისა და ქვეყნის დაშლის  რეალურ საფრთხეს შექმნის, რაც შედეგში ქვეყნის რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაშლას გამოიწვევს. ეს იქნება: აღმოსავლეთი, დასავლეთი და „ნაციონალური მხარეები“. აქედან გამომდინარე კი რუსეთმა უნდა შეიმუშაოს გეგმა რეგიონში მშვიდობის დასაცავად - ასეთია რუსი ექსპერტის დასკვნები.

ამასთან, საუბარი შეეხო თბილისის საგარეო პოლიტიკურ მომავალ კურსსაც, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში.

ექსპერტმა იანა ამელინამ განაცხადა, რომ საქართველო, ივანიშვილის პირობებშიც კი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს მიხეილ სააკაშვილის მიერ აღებულ „ანტირუსულ“ კურსს, თუმცა სხვა ფორმით, რაც მისი თქმით, ქმნის საშიშროებას რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, რადგან საქართველოს ამის შემდეგ აღარ აღიქვამენ „აშკარა მტრად“ და მის ინიციატივებს ნდობით მოეკიდებიან.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X