GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
The New York Times: ივანიშვილმა ფული სასტიკ და დაუნდობელ გარემოში იშოვა
12:35 12.10.2012
დღის სიახლეები

The New York Times- ში ჟურნალისტი ელენ ბარი ბიძინა ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.  ‘’ინტერნეტ.ჯი" აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ, რომელსაც Foreignpress აქვეყნებს.

The New York Times: ‘’20 წელზე მეტი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მას შემდეგ დასავლეთი ამ სივრცეში არაერთი სხვადასხვაგვარი ლიდერის მომსწრე გამხდარა. ესენი იყვნენ საბჭოთა „აპარატჩიკები“, მგზნებარე ნაციონალისტები, „კაგებეს“ გაწვრთნილი რკინის კაცები – მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორშაბათს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა, არცერთ მათგანს, თანაც ოდნავადაც კი არ გავს.

გასულ წლამდე, როდესაც კარჩაკეტილმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სააკაშვილის დამარცხების პირობა დადო, ცოტამ თუ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ის. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მის მიერვე შექმნილ ჩაკეტილ გარემოში ცხოვრობდა, აგროვებდა ზებრებსა და $1.3 მილიარდიან არტკოლექციას, დაკავებული იყო იოგის ვარჯიშითა და სასახლეების მშენებლობით, მათ შორის იმ სოფელში, სადაც თავად დაიბადა.

დასავლეთის ლიდერებს ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს, 56 წლის ბ-ნ ივანიშვილს შეგუებოდნენ. მაგრამ მისი ეროვნულ ლიდერად ქცევიდან რამდენიმე საათში განგაშის ზარი ატყდა: როგორც კი სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა ბ-ნ ივანიშვილმა ბრაზიანი პრესკონფერენცია გამართა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სააკაშვილს გადადგომა ურჩია. მომდევნო დღეს ივანიშვილმა ნათქვამი უარყო. მან როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ეს დასავლეთის დედაქალაქებში პანიკას გამოიწვევდა.

პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა უბრალო რამ არ არის. აშშ-მ ექსტრაორდინარული რესურსები ჩადო ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვართან პროდასავლური საყრდენია, და ენერგო და სამხედრო საქონლის გადასაზიდად სატრანზიტო არეალია. ივანიშვილის საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობის დოსიე იმდენად მწირია, რომ ძალიან რთულია გავიგოთ როგორ გაუმკლავდება ის გადაწყვეტილებების მიღებას მომდევნო თვეების განმავლობაში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოსთან დაახლოებას ცდილობს, ხოლო ივანიშვილის მხარდამჭერები ქვეყნიდან გაქცეული მოხელეების დასჯას მოითხოვენ.

„ჩემი მთავარი განცდა ისეთია, რომ თუკი პოლიტიკის ენაზე ვიტყვი, ის სუფთა ფურცელია.“ ამბობს თომას დე ვაალი, კავკასიის საკითხების ექსპერტი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდიდან. „ის არის ფურცელი, სადაც ბევრი ცარიელი ადგილია და მზად არის იმისთვის, რომ ამ თავისუფალ ადგილებში ბევრი ჩაწერს პოლიტიკურ კონცეფციებს. შეერთებული შტატებისთვის ეს დაუმსახურებელი იღბალია.“

ბ-ნ ივანიშვილი რუსეთში საცხოვრებლად 1982 წელს გადავიდა და საქართველოში ორი ათეული წლის შემდეგ დაბრუნდა ქონებით, რომელიც ლითონისა და საბანკო ინდუსტრიით იშოვა. მისი კაპიტალი ჟურნალ Forbes-ის თანახმად $6.4 მილიარდია.

მისმა წარმატებამ რუსეთში, გააჩინა ჭორები, რომ მის უკან მოსკოვი იდგა. ამის მტკიცებულებები არ გამჟღავნებულა, თუმცა მისი წარსული მართლაც საიდუმლოებითაა მოცული. ქართველებმა ის თანდათან გაიცნეს მისი გულუხვი ანონიმური საჩუქრების წყალობით: მან თბილისის ოქროს გუმბათიანი საკათედრო ტაძრის მშენებლობა დააფინანსა, ჯარისკაცებს ფეხსაცმელი უყიდა და საკუთარ სოფელს უანგაროდ ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ფული სასტიკ და დაუნდობელ გარემოში იშოვა, ივანიშვილი მშვიდად მოსაუბრე და საოცრად უბრალო ადამიანია. მისი პირველი ინტერვიუებით დასავლელ ჟურნალისტებთან გაურკვეველი რჩებოდა თუ როგორ აპირებდა ის ქვეყნის მართვას ყოფილი მოკავშირის, სააკაშვილის ჩამოშორების შემდეგ. ფსიქოანალიზით გატაცებული ივანიშვილი რეგირებდა პრეზიდენტის ცნობიერისა და არაცნობიერის ჭიდილზე, ან აცხადებდა, რომ ის „თავის ხასიათს ვერ მართავს“ ან „არ იცის სიყვარული რა არის“ - ეს არის ნაწყვეტი გავლენიან გაზეთში გამოქვეყნებული სტატიიდან სათაურით ‘’საქართველოს ლიდერი გამოცანაა".

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიცია "მე-9 არხის" ჟურნალისტის სახლში მომხდარ ინციდენტს იძიებს1
Volkswagen Porsсhe-ს ყიდულობს2
რუსთავის იუსტიციის სახლს უკრაინის დელეგაცია ესტუმრება3
ფოტორეპორტაჟი: დედოფალი ელისაბედ II 60 წელი - 60 ფოტოში4
ამერიკის საელჩო ვიზების მიღების პროცედურას ამარტივებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X